მოქალაქეობაპოლიტიკური და იურიდიული კავშირი ინდივიდსა და განსაზღვრულ სახელმწიფოს შორის. ამ კავშირიდან მომდინარეობს მოქალაქის შესაბამისი უფლებები და მოვალეობები.

მოქალაქეობის თეორიები რედაქტირება

მოქალაქეობის რესპუბლიკური მოდელის გაგებით როდესაც მოქალაქეობის ძირითად ელემენტს წარმოადგენს მმართველობაში, პოლიტიკაში მონაწილეობა. მოქალაქეობის რესპუბლიკური გაგება გავრცელებული იყო ანტიკურ რომსა და საბერძნეთში. მოქალაქეობის ლიბერალური მოდელის, რომელიც XVII საუკუნიდან განვითარდა, გაგებით მოქალაქეობა უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი სტატუსია, ხოლო პოლიტიკური საქმიანობა წარმომადგენლების მეშვეობით ხორციელდება.

არსებობს აგრეთვე განსხვავებები მოქალაქეობის უნივერსალურ და დიფერენციალურ თეორიებს შორის. უნივერსალური მოდელის მიხევით მოქალაქეობა არის სამართლებრივი სტატუსი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოს ყველა წევრს ენიჭება თანაბარი სამოქალაქო, სოციალური და პოლიტიკური უფლებები. მოქალაეობის დიფერენციალური მოდელი ეფუძნება განსხვავებების (კულტურული, რასობრივი, კლასობრივი, სქესობრივი და სხვ.) და პლურალიზმის პოლიტიკური მნიშვნელობის აღიარებას.


ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება