მოუსონის ზღვა

ზღვა

მოუსონის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ ანტარქტიდის დედოფალ მერის მიწის სანაპიროსთან. მოქცეულია შეკლტონოს შელფურ მყინვარსა და წმინდა ვინსენტის ყურეს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება დეივისის ზღვა, აღმოსავლეთით — კუნძული ბოუმენი. ზღვის ფართობი შეადგენს 333,000 კმ²-ს, სანაპირო ხაზის სიგრძე 800 კმ-ს. მაქსიმალური სიღრმეები ოდნავ აღემატება 1000 მ-ს. დიდწილად მოქცეულია კონტინენტური მეჩეჩის ფარგლებში, სადაც სიღრმეები 200-500 მ აღწევს. წლის მეტ დროს დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია აისბერგი. სამხრეთი ნაპირები ქმნიან შეკლტონის შელფური მყინვარისა და კონტინენტური ყინულოვანი ფარის კიდეს. 1956-1958 წლებში მოუსონის ზღვის სანაპიროზე მოქმედებდა საბჭოთა სამეცნიერო სადგური ოაზისი; 1957-1968 წლებში — ავსტრალიური სადგური უილქსი, ხოლო 1969 წლიდან მოქმედებს ავსტრალიური სადგური კეისი. როგორც ცალკე ზღვა გამოყვეს საბჭოთა მეცნიერებმა და უწოდეს ანტარქტიკის ავსტრალიელი მკვლევარის დაგლას მოუსონის სახელი.

მოუსონის ზღვა
მოუსონის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი სამხრეთის ოკეანე
ტიპი განაპირა ზღვა
ფართობი 333,000 კმ²
სანაპირო ხაზის სიგრძე 800 კმ
საშუალო სიღრმე 200-500 
უდიდესი სიღრმე 1000 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება