მოსკოვის კონფერენცია 1944

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Naombit124.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: მაისი 19, 2024.


მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}


მოსკოვის კონფერენცია 1944 — ბრიტანელების საიდუმლოდ, ერთი შეხედვით, კვებეკში თითქოს მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული, მაგრამ სულ მალე ყველა შეთანხმება ფარატინა ქაღალდად იქცა. არნემის მახლობლად, მოკავშირეთა შეტევის ჩაშლამ, ხაზი უსვა რუზველტისა და ჩერჩილის იმედებს, რომ გერმანიას 1944 წლის მიწურულისათვის მოუღებდნენ ბოლოს. ისტრიის ოპერაცია არასოდეს არ განხორციელებულა, რადგანაც ჩაიშალა მოკავშირეთა შეტევა იტალიაში და ვერ მოხერხდა დროულად გასვლა მდინარე პოს ხეობაში. ყოველივე ამან კი სასიკვდილო ლახვარი ჩასცა ბრიტანეთის პრემიერის გეგმებს ცენტრალური ევროპისა და ბალკანეთის მიმართ. პრეზიდენტ ტრუმენის განკარგულებით, დიდ ბრიტანეთს ფინანსური დახმარება იაპონიაზე გამარჯვების მეორე დღესვე შეუწყვიტეს. "მორგენთაუს გეგმა" მკვდრადშობილი აღმოჩნდა.

კვებეკის კონფერენციის დამთავრებიდან სულ რაღაც 3 კვირაში, 1944 წლის 9 ოქტომბერს, ჩერჩილი ჩავიდა მოსკოვში, სადაც გამართა მოლაპარაკებები სტალინთან. ჩერჩილისა და სტალინის ამ კონფერენციამ მიიღო კოდური სახელწოდება "ტოლსტოი" გადაწყვეტილება მოსკოვში ჩასვლის შესახებ ჩერჩილმა მეტად მოულოდნელად მიიღო. არც კვებეკში და არც ვაშინგტონში მას რუზველტისათვის არ უთქვამს, რომ მოსკოვში აპირებდა წასვლას. მხოლოდ ლონდონში დაბრუნების შემდეგ შეატყობინა ბრიტანეთის პრემიერმა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ საჭირო იყო სტალინთან შეხვედრა. მიღებულ გადაწყვეტილებას ის ასაბუთებდა ორი გარემოებით: პირველ რიგში, საბჭოთა კავშირისაგან იაპონიასთან ომში ჩაბმაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობით და მეორე რიგში, პოლონეთის საკითხის მოწესრიგების საჭიროებით. მისი მოტივები მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მართალია, მოსკოვში ყველაზე მეტი დრო მართლაც პოლონეთის საკითხს დაეთმო, მაგრამ მას სულაც არ ეკავა უმთავრესი ადგილი მოლაპარაკებებზე.

ჩერჩილის მთავარი სატკივარი ამ დროს იყო ბალკანეთი. ის მეტად იყო შეშფოთებული 1944 წელს. ზაფხულსა და შემოდგომაზე ამ რეგიონის მიმართულებით საბჭოთა არმიის შეტევების განვითარებით. სწორედ ამიტომ თვლიდა ის საჭიროდ "დიდი სამეულის" ახალი შეხვედრის სასწრაფოდ მოწყობას. ვინაიდან აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები კარზე იყო, ასეთი სამიტის ჩატარება 1944 წელს მოხდა. შემოდგომაზე შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ ჩერჩილმა გადაწყვიტა მოსკოვში წასვლა, რათა ეცადა შეთანხმების მიღწევა ბალკანეთში გავლენის სფეროების გაყოფის შესახებ. აშშ-ს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა ელჩი ავერელ ჰარიმანი, მაგრამ მას მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდა და ის არ დასწრებია ყველა შეხვედრას.

მოსკოვში შემდგარ მოლაპარაკებებზე გულითადი ატმოსფერო სუფევდა. ბალკანეთის საკითხზე მსჯელობამ 3 დღე წაიღო და საბოლოო ჯამში, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის ძალითაც საბჭოთა კავშირს უნდა ჰქონოდა უპირატესი მდგომარეობა რუმინეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში. დიდ ბრიტანეთს აშშ-სთან ერთად კი საბერძნეთში, იუგოსლავიაში ორივე მხარეს თანაბარი უფლებები ეძლეოდა.

ბალკანეთის საკითხის გარდა, მოსკოვში განიხილეს პოლონეთის პრობლემაც. მოსკოვში მიწვეული იყვნენ პოლონეთის მთავრობის (ემიგრაციაში) მეთაური სტანისლავ მიკოლაიჩიკი და პროსაბჭოთა პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის (ე.წ "ლუბლინის მთავრობა") თავმჯდომარე ბოლესლავ ბერუტი. 13 ოქტომბერს სტალინმა და ჩერჩილმა ცალ-ცალკე მოუსმინეს ორივე პოლონური დელეგაციის წარმომადგენლებს, მაგრამ რაიმე გადაწყვეტილების მიღწევა ვერ მოხერხდა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ ვერც სსრკ-პოლონეთის მთავრობის შემადგენლობაზე, ომისშემდგომ საზღვარზე და ვერც პოლონეთის მთავრობის შემადგენლობაზე. მიუხედავად ამისა, ლუბლინის წამყვან წევრებთან ერთად შეხვედრამ დაარწმუნა ჩერჩილი, რომ საჭირო იყო მიკოლაიჩიკზე ზეწოლის გაძლიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნებოდა იმის საშიშროება, რომ სტალინი თავის პოლონელებს სულ უფრო აქტიურად გამოიყენებოდა და ემიგრანტული თაობა საერთოდ შეიძლება თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო.

მოსკოვში საუბარი ჩამოვარდა იაპონიასთან ომში საბჭოთა კავშირის ჩაბმაზეც და ჩერჩილმა სტალინისგან მიიღო დაპირება, რომ გერმანიასთან ომის დამთავრების შემდეგ, 3 ან 4 თვეში, სსრკ საომარ ოპერაციებს დაიწყებდა იაპონიის წინააღმდეგ.

აღნიშნული საკითხების გარდა, მხარეებმა შეათანხმეს თავიანთი პოზიციები საფრანგეთის მომავალი მთავრობის შესახებ. აქაც დიდ განხილვას ადგილი არ ჰქონია და უბრალოდ პოზიციები იქნა დაფიქსირებული შარლ დე გოლის პიროვნებასთან მიმართებაში. გარკვეული საუბარი მიმდინარეობდა გერმანიის ომისშემდგომ მოწყობაზეც. თუმცა, ამ საკითხის გარშემოც რაიმე დიდი დებატები არ გამართულა. და ბოლოს, მხარეებმა განსაზღვრეს 1945-1946 წლებში სსრკ-დან დიდ ბრიტანეთში გადასაზიდი ხე-ტყის მასალის რაოდენობა და სპეციალური მემორანდუმიც შეადგინეს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ასეთი იყო კონფერენცია "ტოლსტოის" ძირითადი შედეგები. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც აქ იქნა მიღებული, შეეხებოდა ომისშემდგომი ევროპის მოწყობის საკითხებს. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მოსკოვში, სტალინისა და ჩერჩილის მიერ იქნა მოხაზული ის საზღვრები, რომლებზეც გაიარა შემდგომში ე.წ "რკინის ფარდამ". მართლაც, ომის შემდეგ რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი, რომლებიც მოსკოვში საბჭოთა გავლენის სფეროში მოხვდნენ, კიდეც აღმოჩნდნენ ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებში: საბერძნეთში ინგლისელთა და ამერიკელთა გავლენა დამყარდა, ხოლო იუგოსლავიაში, მართალია, თითქოს პროკომუნისტური ძალები მოვიდნენ საბოლოოდ ხელისუფლებაში, მაგრამ ტიტომ 40-იანი წლების მიწურულიდან გადაუხვია სტალინის კურსს და ნორმალური ურთიერთობა დაამყარა დასავლურ სახელმწიფოებთან. ასე რომ, გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ იუგოსლავიის მთავრობა არ იქცა მარიონეტად საბჭოთა კავშირის ხელში.