მოსახლეობის გეოგრაფია

მოსახლეობის გეოგრაფია საზოგადოებრივი გეოგრაფიის შემადგენელი ნაწილია. მისი შესწავლის მთავარი საგანი არის მოსახლეობა. უფრო კონკრეტულად კი მისი ზრდა ან შემცირება, მიგრაციები, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი შემადგენლობა და ა.შ. მოსახლეობის გეოგრაფია, დემოგრაფიას, როგორც მეცნიერებას, განიხილავს გეოგრაფიულ პერსპექტივაში. ის ფოკუსირდება მოსახლეობის განაწილების ხასიათზე სივრცულ კონტექსტში. მაგალითისათვის, შეგვიძლია დავხედოთ მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკას, აქ აშკარად შევამჩნევთ მოსახლეობის არათანაბარ გადანაწილებას დედამიწაზე. მოსახლეობის გეოგრაფია შეისწავლის:

  • დემოგრაფიულ ფენომენებს (შობადობა, სიკვდილიანობა, ზრდის მაჩვენებელს და ა.შ.) დროსა და სივრცეში.
  • მოსახლეობის რაოდენობის ზრდასა და შემცირებას.
  • მოსახლეობის მოძრაობას და ცვალებადობას.
  • პროფესიულ სტრუქტურას
  • დასახლებების დაჯგუფებას.
მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკა

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი განიხილება დროსა და სივრცეში.