მორევის ნაფოტა (ლათ. Rutilus frissii), კუდმერცხალათევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ-მდეა, მასა 6 კგ აღწევს. გავრცელებულია აზოვისა და შავი ზღვის აუზში. კასპიის ზღვაში გვხვდება ქვესახეობა — კუტუმი. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან მცირე რაოდენობით მოიპოვება. ნაპოვნია პალიასტომის ტბაში, მდინარე რიონის შესართავში და სხვა ადგილებში. მრავლდება მდინარეებში. ძვირფასი სარეწი თევზია. დიდი რაოდენობით იჭერენ აზოვის ზღვაში. საქართველოში სიმცირის გამო მცირე სარეწი მნიშვნელობა აქვს.

მორევის ნაფოტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  მორევის ნაფოტა
ლათინური სახელი
Rutilus frissii
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19782

ლიტერატურა რედაქტირება