მორგენბერგჰორნი
მორგენბერგჰორნი (გერმ. Morgenberghorn) — მთა შვეიცარიაში, ბერნის ალპებში. მდებარეობს ბერნის კანტონში, გადაჰყურებს თუნის ტბას. აღმართულია ფრუტიგენისა და ლაუტერბრუნენის მუნიციპალიტეტებს შორის მდებარე ქედის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე.
მორგენბერგჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°37′19″ ჩ. გ. 7°47′36″ ა. გ. / 46.62194° ჩ. გ. 7.79333° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 2 249 მ |
ქედი | ბერნის ალპები |