მონტევიდეო (როტერდამი)

მონტევიდეო (Montevideo) — ცათამბჯენი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში. 43 სართულიანია, შენობის ძირითადი ნაწილის სიმაღლეა 139,5 მ. თავზე ლოგოტიპი აქვს — „M“, რომელთანაც ერთად შენობის სიმაღლე 152,3 მ აღწევს.[1] ემსახურება 7 ლიფტი. შეიცავს აპარტამენტებს, საოფისე და სავაჭრო ფართობებს. მშენებლობა მიმდინარეობდა 2003-2005 წლებში. სახელი ეწოდა ურუგვაის დედაქალაქის — ქალაქ მონტევიდეოს სახელის მიხედვით.

მონტევიდეო
ინფორმაცია
მისამართი როტერდამი, ნიდერლანდები
სტატუსი დასრულებული
აშენდა 2003 - 2005
ტექნიკური დეტალები
სართული 139,5 მ / 43 სართ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Montevideo Rotterdam, Netherlands. Mecanoo architecten b.v. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 20 July 2012.