მონოფიზიტობა

(გადამისამართდა გვერდიდან მონოფიზიტები)

მონოფიზიტობა (ძვ. ბერძნ. μόνος — „ერთი“ და φύσις — „ბუნება“), ევტიხიელობა — ქრისტიანობაში ერთ-ერთი დოგმატიკური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტეს ჰქონდა მხოლოდ ერთი — ღვთაებრივი ბუნება, რითაც ის განსხვავდება დიოფიზიტების მიერ აღიარებული ქრისტეს ორბუნებიანობისაგან. ამ ღვთისმეტყველური თვალსაზრისის მამამთავარია კონსტანტინოპოლი ერთ-ერთი მონასტრის არქიმანდრიტი ევტიქი. მონოფიზიტობა ჩაისახა 433 წელს ბიზანტიის იმპერიაში. 451 წელს ქალკედონის საეკლესიო კრება ზე დაგმეს მონოფიზიტობა და მიიღეს განსაკუთრებული დოგმატი — „ქრისტეს ორბუნებოვანობისა და ერთსახეობის შესახებ“. მის მიმდევრებს დევნა დაუწყეს, როგორც ერეტიკოსებს. დავა დასრულდა სირიის, პალესტინის (იერუსალიმის), ანტიოქიის ქრისტიანთა ამბოხებით და განდგომით (457–468 წწ.) და მათ მიერ არაქალკედონური მართლმადიდებელი ეკლესიების დაარსებით.

ქრისტიანობა
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
მსოფლიო საკლესიო კრებები
დიდი სქიზმა
კიდევ...
მიმდინარეობები
მართლმადიდებლობა
კათოლიციზმი
მონოფიზიტობა
პროტესტანტიზმი
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

სწავლება რედაქტირება

მონოფიზიტობის სწავლების მიხედვით თავიდან ცალ-ცალკე არსებობდა ქრისტეს ორი ბუნება: ღმერთისა და კაცის, მაგრამ განკაცების შემდეგ ეს ორი ბუნება შეერთდა და მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება დარჩა. ზოგიერთი მონოფიზიტი მიიჩნევს, რომ ქრისტეში ორი ბუნების გაერთიანებამ წარმოშვა ახალი, განსაკუთრებული ბუნება. მონოფიზიტები უარყოფდნენ ორი ბუნების თანაარსებობას და ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეში ღვთაებრივმა ბუნებამ შთანთქა ადამიანური და რომ ჯვარს ეცვა არა ღმერთკაცი, როგორც დიოფიზიტები ამტკიცებენ, არამედ ღმერთი.

ისტორია რედაქტირება

მონოფიზიტობა ჩაისახა 433 წელს. ის გავრცელდა ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში, სადაც შემორჩენილი იყო მოკვდავი ღმრეთის კულტი. 451 წელს ქალკედონის საეკლესიო კრებამ დაგმო მონოფიზიტობა. V საუკუნის ბოლოდან მონოფიზიტებმა დაიკავეს ალექსანდრიის, იერუსალიმისა და ანტიოქიის საპატრიარქო საყდრები. VI საუკუნეში მონოფიზიტობა გავრცელდა ნუბიასა და არაბეთში. ამავე დროს გამოიკვეთა მონოფიზიტების პოლიტიკური სურვილი, ჩამოეშორებიათ ბიზანტიის იმპერიისგან აღმოსავლეთის პროვინციები. რელიგიურმა სეპარატიზმმა იჩნა თავი ეგვიპტესა და სირიაში. ამის გამო VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორები ხშირად უთმობდნენ მონოფიზიტებს. მონოფიზიტებს მფარველობდა იმპერატორ იუსტინიანეს მეუღლე თეოდორა. VII საუკუნეში წარმოიქმნა მონოფიზიტობისა და დიოფიზიტობის დაახლოების მცდელბა მონოთელიტობის სახით.

მიაფიზიტობა რედაქტირება

VII საუკუნის ბოლოდან დამკიდრდა ტერმინი მონოფიზიტობა. მონოფიზიტობის შემცვლელი ტერმინია მიაფიზიტობა. ეს ტერმინი შემოღებულ იქნა მონოფიზიტობის ნეგატიური კონოტაციის თავიდან ასარიდებლად. ტერმინი დაფუძნებულია კირილე ალექსანდრიელის გამონათქვამზე „ღვთის სიტყვის ერთგვაროვანი განკაცებული ბუნება“. ტერმინი მონოფოზიტობა მიუღებელია სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის და არ იყენებს მას.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება