მონოკლი ( ფრანგ. monocle < ბერძნ. monos - ერთი და ლათ. oculus - თვალი) — კორექციული ლინზის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც გამოიყენებოდა ერთ თვალში მხედველობის კორექციისთვის. ის შედგება ცირკულარული ლინზისაგან, გარს ლითონის მავთული (ჩარჩო) აქვს შემოვლებული და დაკარგვის თავიდან ასაცილებლად მოკლე თოკით ტანსაცმელზე მაგრდება.

ჯოზეფ ჩემბერლენი მონოკლით

მონოკლის სამი ვარიანტი არსებობს.

  • პირველი შედგებოდა მარტივი მეტალის გარსში ჩადგმული ლინზისაგან, რომელსაც თვალის ორბიტში ისვამდნენ. ეს სტილი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო და მას 1830-იანი წლებიდან იყენებდნენ.
  • მეორე სტილი, რომელიც 1890-იანებში გამოჩნდა, უფრო კომპლექსური მოდელი იყო და ჩარჩოზე ჰქონდა კუთხის მსგავსი გაფართოება, რომლის დანიშნულება იყო მონოკლის თვალის ორბიტაზე დამაგრება ისე, რომ მას წამწამები არ შეხებოდნენ. ასეთი მონოკლები ყველაზე ძვირი იყო. შეძლებული ადამიანები ასეთ ჩარჩოებს უკვეთავდნენ საკუთარი თვალის ჭრილის ზომისთვის. ამ ზომას იღებდნენ სახის ნაწილის პლასტირის ფორმის აღებით, რომელზეც შემდგომ ჩარჩოსთვის ზომებს ადგენდენ.
  • მონოკლის მესამე სტილს ჩარჩო არ ჰქონდა. ეს იყო შუშის ნაჭერი, პერიმეტრზე ბლაგვი დაბოლოებით და ერთ ბოლოში მცირე ნახვრეტით, რომელზეც თოკი მაგრდებოდა. თუმცა ხშირად ამგვარ მონოკლს თოკი არ ჰქონდა და მას თავისუფლად ჭრილში ჩადგმულს ატარებდნენ. ეს სტილი პოპულარული გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა ლინზის ჭრის ტექნიკა განვითარდა ისე, რომ მისი ნაბისმიერი ჭრილით დამუშავება შესაძლებელი გახდა შედარებით იაფად, სპეციალური ჩარჩოს დამზადების აუცილებლობის გარეშე.