მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 4

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში ნიდერლანდის ვიკიორდენი
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

დასავლეთი გატები

ოთო გამარჯობა, ru:Западные Гхаты ეს მთათა სისტემა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდა. არ გინდა დამეხმარო? თან შენი სფეროა. :) --ჯაბა ლაბაძე 03:35, 2 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ჯაბას გაუმარჯოს :). დღეს გაკეთდება.--ოთოჯი / მომწერე 07:35, 2 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
თხოვნა შესრულებულია არსებობს სტატია დასავლეთი გატები--ოთოჯი / მომწერე 10:03, 2 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

უღრმესი მადლობა, გაიხარე. --ჯაბა ლაბაძე 11:32, 2 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

არაფრის :)--ოთოჯი / მომწერე 12:37, 2 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ცოტა გავთამამდები: სხვა მსგავს შემოთავაზებებზე რას იტყოდი? :) --ჯაბა ლაბაძე 12:41, 2 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ჩემს ინტერესებში რაც შედის, ხომ იცი იმის შექმნა ჩემთვის პრობლემა არ არის. რაც ვიკიპედიისთვის სასარგებლო იქნება ვიმუშავოთ იმაზე--ოთოჯი / მომწერე 12:42, 2 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
ოკ. ლენის სვეტები და კლდოვანი კუნძულები (პალაუ). კიდევ თუ გამოჩნდა რამე მერე კიდევ მოგწერ. --ჯაბა ლაბაძე 12:45, 2 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
კარგი. გარკვეულ ხანში მივხედავ მაგ საქმეს.--ოთოჯი / მომწერე 12:47, 2 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

წინასწარ მადლობა. --ჯაბა ლაბაძე 12:48, 2 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

აი ესეც დამავიწყდა ოთო კარმელი. --ჯაბა ლაბაძე 14:58, 2 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
ერთობლივი ძალისხმევით ესენიც გაკეთდა--ოთოჯი / მომწერე 20:45, 2 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა ორივეს. :) --ჯაბა ლაბაძე 05:42, 3 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

-

შენც გისწორდება ძამია undo? რატომ გააუქმე? ან მიზეზი რატომ არ დაწერე რეზიუმეში? ხვდები რომ ბავშვური იყო ეგ ქცევა? და ბოლოს, როგორ მოგწონს პირველივე წინადადება, რომელიც ზმნურია(!), სუბიექტის გარეშე?. --~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 13:22, 3 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

პასუხი იხილეთ აქ--ოთოჯი / მომწერე 17:54, 3 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
პასუხები მე ? <- ამ ნიშნით დაბოლოებულ წინადადებებზე მინდა და არა ზოგადი შეფასებები და ანალიზი.--93.186.211.251 18:02, 3 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

კითხვა

ოთო, თუ გაქვს ინფორმაცია, რომელია საქართველოში ყველაზე მაღალი ჩანჩქერი და რამდენი მეტრია? — მიხეილ მიწერა 10:59, 7 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ზღვის დონიდან არ ვგულისხმობ, თვითონ წყალვარდნილის სიგრძეს ვგულისხმობ. --მიხეილ მიწერა 10:59, 7 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
ტობის ჩანჩქერი რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი არის საქართველოს ყველაზე მაღალი წყალვარდნილი. ვარდნა 234 მ. და ორად ორია თუ მეხსიერება არ მღალატობს რომელთა სიმაღლე 100 მ-ს სჭარბობს.:)--ოთოჯი / მომწერე 11:11, 7 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
გაიხარე ოთო. სად მდებარეობს ხომ არ იცი? --მიხეილ მიწერა 11:15, 7 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ვნახე, მარტვილის მუნიციპალიტეტშია. მადლობა ოთო. --მიხეილ მიწერა 11:17, 7 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ტობის ჩანჩქერი რამდენიმეა. ყველაზე დიდი ვარდნა 234 მ-ია. მდებარეობს ასხის მასივზე, მარტვილში, მდინარე ტობის აუზში. კლიჩის ჩანჩქერი 100 მეტრია დაახლოებით, (აფხაზეთშია). ბორჯომის რაიონშიც არის რაღაც ხელოვნური ჩანჩქერი ეგეც მაღალია. არაფრის მიშა :)--ოთოჯი / მომწერე 11:21, 7 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
უღრმესი მადლობა ვიღიმიმიხეილ მიწერა 11:22, 7 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
მომმართე ხოლმევიღიმი--ოთოჯი / მომწერე 11:24, 7 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

დავითგარეჯას ტბები

ოთო გამარჯობა, დავითგარეჯისაკენ მიმავალ გზაზე სამი ტბაა რამე ინფორმაცია თუ გაქვს მათ შესახებ იქნებ შემოიტანო ვიკიპედიაში. წინასწარ მადლობა. --ჯაბა ლაბაძე 17:52, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ეს უფრო სწორი ბმულია სოფელ უდაბნოს ცრდილო-დასავლეთით. --ჯაბა ლაბაძე 17:57, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ჯაბას სალამი. გთხოვ მითხარი, რომელ ტბებზეა საუბარი. საგარეჯოში ბევრი, პერიოდულად შრობადი წვრილი ტბებია (ჯიქურები, სახარე თუ რომელი?). საერთოდ ასეთ პაწია ტბებზე, რომ შევქმნა სტატია უკვე სპეციალური ლიტერატურა დამჭირდება. ილია აფხაზავას საქართველოს ტბები (მონოგრაფია). მაგრამ ახლა იგი არ მაქვს ხელთ--ოთოჯი / მომწერე 18:00, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
აა, მემგონი ყაჯირის ტბაა ეგ:)--ოთოჯი / მომწერე 18:01, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
კი კი ჯიქურები, სახარე და მესამეს კი აწერია Kapatadze Lake. --ჯაბა ლაბაძე 18:03, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ყაჯირის ტბა დავითგარეჯას სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. --ჯაბა ლაბაძე 18:06, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

უფს ბოდიში. ყაჯირი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთითაა. შორსაა უდაბნოდან. კაპატაძე შეცდომაა. კუპატაძის ტბაა ეგ ან ქაჩალტბა. ორიდან ერთია. და უკანასკნელები საგარეჯოშია ორივე--ოთოჯი / მომწერე 18:07, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
სახარე ტბა გვქონია. მაგრამ ამ პაწია ტბებზე ინფოს შემოტანის საშუალება საერთოდ არა მაქვს. მაგრამ რაღაცას მოვახერხებ. როცა ამის საშუალება იქნება ეგებ შევქმნა სტატიები მათ შესახებ.--ოთოჯი / მომწერე 18:11, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

დალის მთის წყალსაცავი - ესეც დავითგარეჯის აღმოსავლეთითააა მდინარე იორზე. იქნებ ამაზეც შეეცადო. :) --ჯაბა ლაბაძე 18:12, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

მაგის შექმნა იცი რამდენი ხანია მინდა?ვიკრიჭები. ეგ წყალსაცავი ექსპლუატაციაში 80-იან წლებში ჩაბარდა. კაი ხანიც აშენებდნენ. ვიცი, რომ თევზიცაა. მაგრამ ინფო არ მაქვსვიკრიჭები. ეგენი ახალ, სპეციალურ ლიტერატურაში უნდა ვეძებოთ. თორემ აქედან ვერაფერს ვერ გავხდები. თხოვნას ვერ გისრულებ, ბოდიში :)--ოთოჯი / მომწერე 18:15, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

აჰა ესეიგი სწორად გავარტყი ხოოოო? ე. ი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ყოფილა ეს წყალსაცავიც, ქაჩალტბა, კუპატაძის ტბა, სახარე ტბა და ჯიქურების ტბა. კიდევ ორი პატარა ტბა ვნახე სოფელ სათაფლეს მიდამოებში, მაგრამ არაუშავს. ოდესმე დაიწერება ალბათ. :) --ჯაბა ლაბაძე 18:19, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

დალის წყალსაცავის შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები. იგი დედოფლისწყაროშია:). რაც შეეხება სტატიებს, დაიწერეა ადრე თუ გვიან--ოთოჯი / მომწერე 18:37, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
ხო კიდევ. უჯარმასთან არის აგრეთვე კარგი სათევზაო რამდენიმე ტბა :)--ოთოჯი / მომწერე 18:40, 9 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ხოო ახლაღა დავაკვირდი რუკას აშკარად დედოფლისწყაროა. :)--ჯაბა ლაბაძე 04:26, 10 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

დედაქალაქები

გაუმარჯოს ოთო. პირდაპირ გაგიმხელ ჩემს უახლოეს გეგმას — რამდენიმე აბზაცი მაინც დავწერო იმ დედაქალაქებზე, რომლებზეც მხოლოდ 2 სიტყვა წერია. ეს ხომ სირცხვილია! პარაგვაისა თუ ეთიოპიის მივარდნილ ქალაქებზე ვწერ ბევრად მოზრდილ სტატიებს და ამ დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი დედაქალაქები... საშინელ დღეშია... უზომოდ გამიხარდა, უთქმელად რომ აიტაცე ჩემი წამოწყება და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ შემომიერთდები. --მიხეილ მიწერა 20:47, 10 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

სალამი მიშა. ნამდვილად სირცხვილი და თავის მოჭრაა ასეთი სტატიების დადება ენციკლოპედიაში. 1 წინადადებიანი სტატიები არაფრის მომცენია, ამასთანავე მათ არა აქვთ არანაირი დატვირთვა. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ 1 წინადადებიანი სტატიები გინდ ყოფილა გინდ არა. ხოლო დედაქალაქების შემთხვევაში რა თქმა უნდა საჭიროა აქცენტირების გაძლიერება, რომ რეპუტაცია ავუმაღლოთ ენციკლოპედიას, როგორც ინფორმაციის უმნიშვნელონვანეს წყაროს. აგრეთვე, ის რასაც ავსტრალიის და ეგვიპტის შემთხვევაში ვასწორებთ რედაქტორები — ესეც საშინელებაა, ამას არ ქვია ქართული ენა. მაგრამ არის ინფორმაციის გამონაკლისები, მაგ., როდესაც სწერ ‎გრუნზეე-ზე - იგი იმდენად უმნიშვნელო ტბაა, რომ მის შემთხვევაში ნორმალურია მცირე ინფორმაციის არსებობა ენციკლოპედიაში, მაგრამ როცა საკითხი დედაქალაქებს ეხება ეს სულ სხვა საკითხია. მე შენთან ვარ მიშა!--ოთოჯი / მომწერე 21:06, 10 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
აბსოლუტურად გეთანხმები ოთო! სამწუხაროდ, ქართული ვიკის ცუდი რეპუტაცია დიდწილად სწორედ ზემოთ ნახსენები შემთხვევების დამსახურებაა, მათ ფონზე ხშირად კარგი იჩრდილება. ხოდა სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ თუნდაც ეს შემთხვევები. მეტი რაღა დამრჩენია, უღრმესი მადლობა! — მიხეილ მიწერა 21:21, 10 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
კაი მიშა, რისი მადლობა :). ერთიანი ძალებით აუცილებლად დავძლევთ ამ პრობლემებს. დარმწუნებული ვარ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ადრე თუ გვიან გადაიჭრება.--ოთოჯი / მომწერე 21:26, 10 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

სტატიების შესახებ

მე შევეცდები ჩრდ. ამერიკის ქვეყნებსა და მათ დედაქალაქებზე შედარებით გავაუმჯობესო სტატიები. ძალიან კარგი წამოწყებაა, სხვებიც თუ ჩაერთვებიან კარგი იქნება და ერთიანი ძალებით გავზრდით არსებული სტატიების ხარისხს.--გიო–გოგა 16:55, 12 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

პირველ რიგში სალამი. მეორე — ძალიან მოხარული ვიქნები თუკი ჩაერთვები ამ მართლაც, რომ საჭირო საქმის გადაჭრაში. არის გეოგრაფიაში ბევრი ისეთი სტატია, რომელიც მიხედვასა თუ განვრცობას ექვემდებარება, ხოდა თუკი შენ ჩაერთვები, იქნებ სხვებიც დაინტერესდნენ და ეგებ ერთობლივი ძალებით შევძლოთ სტატიების დახვეწა, განვრცობა, მოკლედ კეთილი და სასარგებლო საქმის შესრულება. ამასთანავე, შევნიშნავ, რომ უკვე რამდენიმე რედაქტორი დაინტერესდა ამ საქმით და ხალხის მომატებაც ჩვენ ყველას მხოლოდ გაგვახარებს. აბა შენ იცი. წარმატებებს გისურვებ.--ოთოჯი / მომწერე 17:15, 12 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
მეც მოხარული ვარ გიორგი. მაგრამ ერთი მოკრძალებული თხოვნა მექნება, იქნებ მეხიკო და ჰავანა დამიტოვო, მომავალში ვრცელი სტატიების შექმნას ვაპირებ მათზე და მირჩევია თავიდან დავიწყო :) --მიხეილ მიწერა 17:39, 12 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

კარგი მიშა, დაგიტოვებ :)--გიო–გოგა 07:02, 13 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა

კატეგორია:შუამიწეთის მთები - აქ ბოლო ორის გარდა ყველა ამოშალე, თუ გეცლება. ერთ სტატიაში გავაერთიანე. ოპტიმიზაცია. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 10:40, 20 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

სალამი. ანუ რკინის გორები და ნისლიანი მთების გარდა ყველა სტატია წავშალო?--ოთოჯი / მომწერე 10:44, 20 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

[ბოდიში ჩარევისთვის] წაშლა კი არა, შესაბამისი სტატიის სექციებზე გადამისამართება უნდა...--Melberg; 10:49, 20 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

კი :) ეგენი სანავიგაციო თარგშიც არის, მაგრამ იქ ამ წამს გადამისამართებას ვაკეთებ სიტყვის ზუსტი ბმულის მითითებით. კეთილი, ალბათ ეგრე აჯობებს. ბოდიში, ოთო. სულ დამავიწყდა. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 10:50, 20 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ვიღიმი. კაი რისი ბოდიში. ოკ. დავრჩი საქმის გარეშევიკრიჭები--ოთოჯი / მომწერე 10:57, 20 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ქართული ვიკიპედიის ეთიკური ნორმების განმსაზღვრელი წესი

პატივცემულო Otogi, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ქართული ვიკიპედიის ეთიკური ნორმების განმსაზღვრელი წესის შემუშავებასა და მიღებაში. პატივისცემით, DelieveryBot 08:33, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

სალამი. მიხარია, რომ ამიერიდან ეს წესი ამოქმედდება, ქართულ ვიკიპედიაში.--ოთოჯი / მომწერე 08:48, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა

მადლობა სურათისთვის - ამ თარგს ეტყობა აქვს პრობლემა - თუ ფაილის სახელი არ არის ლათინური, მაშინ სურათი ძალიან ცუდად ჯდება. ხვალ ვაპირებდი ამ თარგის გადამუშავებას და სტატიაში შესწორების შეტანასაც, თუმცა უკეთესი სურათის აღმოჩენამ ნაკლები სამუშაო დამიტოვა ) დიდი მადლობა.--Melberg; 11:02, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

სალამი გიო. კარგი რისი მადლობა :). პირიქით მე უნდა მეთქვა შენთვის მადლობა ამ ძალზე ცნობილ მეცნიერზე რომ შემოიტანე სტატია ქართულ ვიკიპედიაში. სტატია მწყობრშია!. მაგრამ რაც შეეხება ინფოდაფა მეცნიერს; აბა სტატიაში ცდის მიზნით ჩავსვავ რუსული წარწერით სურათს.. 1 წუთით--ოთოჯი / მომწერე 11:22, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
გავგიჟდები... გუშინ 15 წუთი ვერაფრით ვერ ჩავსვი ეს ფოტო. ხანდახან მაოცებს ვიკი. P.S. შენი ფოტო ნამდვილად ჯობია :))--Melberg; 11:39, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
მაგაში გეთანხმები, მეც მაოცებს ხოლმე ხანდახან ვიკიპედიავიღიმი. ხო ეგ ფოტო იმიტომ ჩავსვი, რომ გვენახა არის თუ არა პრობლემა თარგში. როგორც ჩანს რიგზეა ამ ეტაპზე ყველაფერი, ამიტომ ცვლილებას დავაბრუნებ უკან :)--ოთოჯი / მომწერე 11:42, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

წასაშლელები

სალამი, ოთო. მადლობა, რომ წაშალე. ამ წამს კიდევ დავამატე წასაშლელების სიას გვერდები და კიდევ უნდა გთხოვო, აი აქ შეიხედო და ნახო „მომხმარებელი:Henry McClean/პორტალი:პინკ ფლოიდი/“-ს მსგავსი ბმულები (ქვევითკენაა). გადატანილი გვერდებია და საბოლოო გვერდებზე კი დავსვი წასაშლელის თარგი და წაიშალა, მაგრამ გადამისამართებები დამრჩენია. ვიღიმი ბოდიში, რომ ამდენი დაგაყარე, მაგრა დალაგების დღე მაქვს. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 16:11, 17 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

სალამი ჰენრი. რის მადლობა, ეს ჩემი, როგორც ადმინისტრატორის მოვალეობაავიღიმი. ხო მართლაც ბევრი რამ გქონია წასაშლელი. გადამისამართებებს რაც შეეხება: ამნაირ გვერდებს გულისხობ მომხმარებელი:Henry McClean/პორტალი:პინკ ფლოიდი/რჩეული ალბომი/3; ოკ. მივხედავ.--ოთოჯი / მომწერე 16:17, 17 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
ჰო ეგენია. ვიღიმი ფლოიდის პორტალი გაკეთებულია და გადატანილია კაი ხანია, სადაც საჭიროა, მუსიკის პორტალზე უბრალოდ ვვარჯიშობდი, მკვდარი საქმეა. ზოგ სტატიას კიდევ მინიმუმ 1 წელი არ ეშველება, იმდენად დაკავებული ვარ, ამიტომ ნათარგმნი და გაუმჯობესებული შიგთავსი გადავიტანე არსებულებში. რაც შეიძლებოდა, ყველაფერს დავუსვი წასაშლელის თარგი და წაშლილია კიდეც. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 16:29, 17 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
თავიდან, რომ შევიხედე ბოლო ცვლილებებში გავოცდი, ამდენი წასაშლელი რომ ვნახევიღიმი. ხო, გადამისამართებებს რაც შეეხება, მგონი სულ წავშალე, თუ რამე დარჩა მსგავსი ბმულების სახით გთხოვ თარგი "წასაშლელი" ჩაუსვა.ვიღიმი სხვა მხრივ, მგონი დალაგება განვახორციელეთვიღიმი--ოთოჯი / მომწერე 16:35, 17 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
ეგაა. მადლობა კიდევ ერთხელ, მიყვარს დალაგება ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 16:36, 17 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
არაფრის ჰენრი. მომმართე ხოლმე.ვიღიმი--ოთოჯი / მომწერე 16:40, 17 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

გაკეთდა--ოთოჯი / მომწერე 16:40, 17 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

მადლობა, ოთო, შევეცდები მომავალში ასეთი უცნაურობა აღარ გავაკეთო და სავარჯიშოში ვაკეთო. სხვა თარგით მოვაგვარე ეგ პრობლემა ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 15:21, 18 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

არაფრის. მასეთები ყველას მოგვდის. მეც თუ არ გამომივიდა ინფოდაფა მღვიმე, წაშლა მომიწევსვიღიმი--ოთოჯი / მომწერე 15:26, 18 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

რეკლამა

რატომ დავადე წაშლის თარგი - გუშინაც ერთ სტატიაში ჩასვა მაგ საიტის ბმულები. --H.McC. (მომწერეთ) 20:47, 20 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

გასაგებია. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მომხარებელი ვიკიპედიის გამოყენებას ცდილობს როგორც რეკლამის თუ მისთ. ადგილს. მხოლოდ ცდილობენ, ჩვენ კი ასეთებს სამართლიანად ვუშლით ხელს ამ მიმართულებით :)--ოთოჯი / მომწერე 21:18, 20 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

თქვენს მიერ წაშლილი სტატია

თქვენ წააშლევინეთ ჩემი წვლილი იმ მოტივით რომ ვეწევი რეკლამირებას. მაშინ როცა ჩავსვი ლინკი ლინკების განყოფილებაში. გარე ლინკების განყოფილებაც მაგისთვის არსებობს მემგონი. იგივენაირად არის ლიბ.გე -ს ლინკი ის რატომ არ წაიშალა რეკლამირების გამო? რა განსხვავებაა? სამართლინი თქვენი აზრით ეს საქციელი?

"გასაგებია. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მომხარებელი ვიკიპედიის გამოყენებას ცდილობს როგორც რეკლამის თუ მისთ. ადგილს. მხოლოდ ცდილობენ, ჩვენ კი ასეთებს სამართლიანად ვუშლით ხელს ამ მიმართულებით :) " ეს არის თქვენი პასუხი რომელიც სმაილით მთავრდება მე კი სულ არ მეცინება. ეთიკას თუ იცავ მაშინ ჯობდა ჯერ ჩემთვის მოგემართა ისე როგორც მე მოგმართავ და გავასწორებდი თუ რამე არასწორად და არასამართლიანად იყო. ახლა ვიკიპედიას დააკლდა უფასო წიგნზე ლინკი და რა მოიგო თქვენი აზრით ამით ვიკიპედიის მომხმარებლებმა? რაშია აქ სამართლიანობა? იქნებ მიპასუხოთ რატომ შეიძლება სხვა საიტების ლინკი და არა ჩემი საიტის ლინკი ლინკების განყოფილებაში?

ველოდები თქვენს სამართლიან პასუხს --Alex1q განხილვაწვლილი 15:12, 21 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

სამართლიანი პასუხი ის იქნება, დაფიქრდეთ იმაზე, რომ შემჩნეული ხართ ვიკიპედიის წესების დარღვევაში, რაც თქვენსავე განხილვის გვერდზე აისახება თარგის სახით. კარგად გადახედეთ ვიკიპედიის წესებს: ვიკიპედია:პოლიტიკა და სახელმძღვანელოები. იყავით ცივილიზებული გეთაყვა მომხარებლის განხილვის გვერდზე--ოთოჯი / მომწერე 15:54, 21 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
არა. სამართლიანი პასუხი იქნება ამიხსნათ მიზეზი და განმიმარტოთ. ჩემ განხილვის გვერდზე თქვენს გამო აისახება რაც აისახებ და ეს უნდა იცოდეთ. ვიკიპედიის წესებს გადავხედე და წერია რომ აუცილებელი არ არის უნაკლო იყოს და ამის გამო არ უნდა შეგვეშინდეს. და რომ არსებობს განხილვის საშუალება მაგრამ ამ შემთხვევაში სულ სხვა რამ მოხდა. დიახ მე ცივილიზებული ვარ და თუ სადმე სხვანაირად შეამჩნიეთ მიჩვენეთ და ბოდიშსაც მოვიხდი, ყოველშემთხვევაში მე სმაილით არავიზე არ მისაუბრია და ასეთი შემთხვევებიც განხილულია სხვათაშორის ვიკიპედიის წესებში!მე თქვენგან ისევ ველოდები განმარტებულ პასუხს რაც აქამდე სამწუხაროდ ვერ მივიღე. სამართლიანი და დასაბუთებული პასუხის გაცემა უნდა მოახერხოთ როცა სხვის წვლის შლით.

--Alex1q განხილვაწვლილი 21:35, 21 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

თქვენ გაინტერესებთ რატომ წაიშალა სტატია; შეგიძლიათ იხილოთ აქ ვიკიპედია:გვერდის წაშლა. აქვე დავამატებ, ვიკიპედიაში სტატიების შექმნა ყველა ადამიანს შეუძლია, მათ შორის თქვენც, თუმცა მანამ სტატიების წერას დაიწყებთ, კარგად გაეცანით ვიკიპედიის წესებს. ბმულები მომხარებლებმა უკვე მოგაწოდეს. კარგად ბრძანდებოდეთ.--ოთოჯი / მომწერე 22:15, 21 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

უკაცრავად, როგორც ქართული ვიკიპედიის ბიუროკრატი, თავს მოვალედ ვთვლი, ჩავერიო თქვენს კამათში. Alex1q, თქვენ ვიკიპედიის წესებისა და პოლიტიკის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენთ. გადახედეთ თქვენს წვლილს, სტატიათა სახელთა სივრცეში არაფერი გაგიკეთებიათ 1 ცვლილების მეტი და ამხელა დავას მართავთ, თან ქართული ვიკის ყველაზე აქტიურ და მშრომელ რედაქტორთან. საქმემან თქვენმა წარმოგაჩინოთ. — მიხეილ მიწერა 22:39, 21 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

ბატონო otogi თავს ნუ არიდებთ პასუხის გაცემას. მაგ ბმულზე პასუხი არ არის ჩემ კითხვაზე. მაგ ბმულზე თქვენი ქმედების პასუხია. სხვათაშორის წაშლის ალტერნატივაცაა. აი რა წერია თქვენს ბმულზე - "შეიცავს მხოლოდ სარეკლამო ხასიათის მასალას და სხვა არაფერს;" უფასო ელექტრონული წიგნი რიდერისთვის სხვა არაფერია? ასევე. მე კომერციული ბმულის ჩასმაში დამადანაშაულეთ და ჩემი განხილვის გვერდზეც მიმითითეთ ნიშნისმოგებით, სადაც კომერციული ბმულის ჩასმაში ვარ გაფრთხილებული მაშინ როცა მე უფასო წიგნის ბმული ჩავსვი. არის ეს კომერცია? შედით ინგლისური არტურ კონან დოილის გვერდზე და გარე ლინკებში პირველ ადგილას ელ-წიგნზე რიდერისთვის ლინკს ნახავთ. მეც იგივე გავაკეთე ქართულში და წამიშალეს! გისვამთ კითხვას და ნუ აარიდებთ პასუხს თავს - მწერალის გვერდზე ვიკიპედიაში ინტერნეტის რესურსების განყოფილებაში მისი დაწერილი წიგნის ლინკის ჩასმა არასწორია? გაითვალისწინეთ რომ წიგნი უფასოა.--Alex1q განხილვაწვლილი 21:33, 22 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
ბატონო MIKHEIL 1 ცვლილების მეტი როგორ მექნება გაკეთებული როცა პირველივე(2 ერთად) წამიშალეს და გაფრთხილება მომცეს? 1 ცვლილების ავტორიც ისევე შეიძლება იყოს მართალი ან ცდებოდეს როგორც მშრომელი რედაქტორი. გთხოვთ თქვენც დააფიქსიროთ თქვენი აზრი ოღონთ მომხდარის გათვალისწინებით და არა ჩვენი სტატუსების მიხედვით რადგან მოვალედ თვლით ჩაერიოთ კამათში. მე ნამდვილად მივესალმები თქვენს ინტერესს.--Alex1q განხილვაწვლილი 21:33, 22 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
იცით, თქვენი ბმული სულ მცირე, ბოლოში მაინც უნდა ჩაგესვათ, თქვენ კი როგორ მოიქეცით? ამდენი ხნის არსებულ ბმულებს ყურადღება არ მიაქციეთ და თქვენი სულ თავში ჩასვით. ვიკიპედიაში ასე დაწყება კარგ ავტორიტეტს ნამდვილად არ შეგიქმნით. ვიკიპედია გარე ბმულების საწყობი არაა, იგივე ინგლისურ ვიკიში, ზოგიერთ სტატიაში პირდაპირ ნახავთ გაფრთხილებას, რომ მეტი გარე ბმულის დამატება აკრძალულია. გთავაზობთ გამოსავალს — დაამატეთ აღნიშნული ბმული არსებული ბმულების ბოლოში და გთხოვთ, შეწყვიტეთ კამათი და თუ ვიკიპედიის განვითარებაზე შეგტკივათ გული და არა აღნიშნული საიტის პოპულარიზაციაზე, განაგრძეთ ვიკიში მუშაობა სხვა საქმითაც და არა მხოლოდ ბმულების დადებით. — მიხეილ მიწერა 03:07, 23 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
ბმული რამდენი ხნისაა რა მნიშვნელობა აქვს? ლოგიკით უნდა გაკეთდეს საქმე და არა ქრონოლოგიით. მწერლის გვერდზე მისი წიგნი მის სურათებზე და მისთ. მნიშვნელოვნად ჩავთვალე. თუმცა თანმიმდევრობაზე მე არ ვკამათობ. თუმცა ეს არაა პრობლემა. გავაკეთებ ისე როგორც თქვენ მირჩევთ. გასაგებია რომ ბმულების საწყობი არ არის მაგრამ არსებობს გარე ბმულების განყოფილება და მწერლის გვერდზე ლოგიკურია მისი წიგნის ჩასმა. სხვათაშორის ბმულებში მკვდარი ბმულიცაა მაგრამ მისი გასწორება რატომღაც არ მოსვლით აზრად, ჩემი კი წაშალეს. მაგრამ ბატონი otogi თუ ისევ წაშლის მე IP ბანი უნდა მივიღო უსამართლოდ. ვიკიპედიას ბმულებიც სჭირდება და მე რაც შემიძლია იმას ვაკეთებ. კამათზე თავის დანებება შეიძლება მაშინ როცა პასუხს მიიღებ. მე კი რა მივიღე პასუხად? წაშლის წესების გვერდის ბმული რომელიც თავად otogi-მ დაარღვია როცა უფასო წიგნის ბმული კომერციად და მეტი არაფრად დაასახელა. იცით რამდენი დრო ჭირდება ასეთი წიგნის რედაქტირებას და მე მათ უფასოდ ვავრცელებ!--Alex1q განხილვაწვლილი 21:46, 23 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა

გამარჯობა, ოთო, შეგიძლია სკაიპით დამიკავშირდე? :) Deu. 14:35, 27 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

სალამი დიდი ხნის შემდეგ დავით. ცოტა ხნით შემიძლია :)--ოთოჯი / მომწერე 14:44, 27 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
მაშინ გელოდები ვიღიმი Deu. 14:53, 27 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

ალპების მწვერვალები

სალამი ოთო. როგორც შესანიშნავ მეალპეს მინდა გკითხო, რამდენად გამართლებული იქნება, რომ შევქმნათ კატეგორია ალპების მწვერვალები? მგონი უკვე საკმაო რაოდენობის სტატია დაგორვდა. — მიხეილ მიწერა 15:45, 27 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

სალამი მიშა.ვიღიმი როგორ არ შეიძლება. მთასა და მწვერვალს შორის არსებობს სხვაობავიღიმი მაგ., ივრის ზეგანზე გვაქვს ბუნებრივი ამაღლება - ზილჩა - იგი თავისი მორფოლოგიით მთაა და არა მწვერვალი, საპირისპიროთ, ავიღოთ, ბჟედუხი იგი თავისი შინაარსით მწვერვალია. იგივე სურათი გვაქვს ალპებსა და სხვაგან. ამდენად, გზა ხსნილი გაქვს მიშა, შეგიძლია უპრობლემოდ შექმნა კატეგორია: ალპების მწვერვალები.--ოთოჯი / მომწერე 15:51, 27 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
გაიხარე ოთო. --მიხეილ მიწერა 15:59, 27 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

ვიკიშეხვედრა

გთხოვ(თ), მიიღოთ მონაწილეობა სექტემბრის ვიკიშეხვედრასთან დაკავშირებით განხილვაში. მადლობა, Deu. 09:52, 29 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

მადლობა შეტყობინებისათვის.--ოთოჯი / მომწერე 12:26, 29 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

პორტისჰედი

სალამი, ოთო. პორტისჰედი ჯგუფზე გადადის. სინამდვილეში პორტისჰედი ინგლისის ქალაქია და შეგიძლია თვითონ ეგ გადამისამართების გვერდი წაშალო? ჯგუფი იყოს Portishead, ქალაქი - „პორტისჰედი“ --H.McC. (მომწერეთ) 20:54, 31 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

სალამი ჰენრი. როგორ არ შემიძლია. განთავისუფლდა ქალაქის სათაური, დარჩა ჯგუფი :)--ოთოჯი / მომწერე 20:57, 31 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
გაიხარე. თუ რამეა, მერე მოვიფიქრებთ, გადავიტანო თუ არა ჯგუფი პორტისჰედი (ჯგუფი)-ზე, ჯერ ასე იყოს, ვასწორებ რაღაცეებს ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 21:02, 31 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
კი ბატონო ვიღიმი--ოთოჯი / მომწერე 21:07, 31 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა

სკაიპი. Deu. 15:00, 4 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

მხოლოდ ახლახან მივედი კომპთან.--ოთოჯი / მომწერე 15:58, 4 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

Welcome

სალამი ოთო. გილოცავ დაბრუნებას! მართლა აკლდი ვიკიპედიას. --მიხეილ მიწერა 12:14, 16 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

სალამი მიშა. მადლობა, მადლობა!ვიღიმი ძაან მომენატრა ვიკიპედია; მაგრამ ჭედავს wiki თუ ჩემთანაა ეს პრობლემა?--ოთოჯი / მომწერე 12:18, 16 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
ეს ორი დღეა, ყველგან არეულია. --მიხეილ მიწერა 14:50, 16 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
ოკ, გასაგებია. ვიფიქრე ჩემთან ხომ არარისთქო რამე პრობლემა.--ოთოჯი / მომწერე 15:10, 16 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

სათაურის შესახებ

არ ვიცი. მე ფარშევანგი ვიცი. შესაძლოა ფარშავანგიც იყოს, მაგრამ ასეთი სიტყვა არ მომისმენია...წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 77.242.54.110 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

პასუხი გავეცი განხილვის გვერდზე --ოთოჯი / მომწერე 09:46, 17 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ფარშევანგის ტახტი

სათაური როგორ შევცვალო ოთოჯი?...--fiqria 14:39, 17 სექტემბერი 2012 (UTC)

დიდი მადლობა ოთოგი. ვეცდები გავითვალისწინო...--77.242.54.110 18:23, 17 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

არაფრის. მოგვმართეთ ხოლმე.--ოთოჯი / მომწერე 18:55, 17 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

გადატანის შესახებ

ოთოჯი გამომივიდა გადატანა ფარშევანგის ტახტზე. დიდი მადლობა. სულ ადვილი ყოფილა...--77.242.54.110 18:41, 21 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვუპასუხე მის განხილვის გვერდზე: მომხმარებლის განხილვა:Fiqriasidamonize--ოთოჯი / მომწერე 19:53, 21 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ოთოჯი....--fiqria 20:39, 21 სექტემბერი 2012 (UTC)

შეკითხვა

ოთოგი ორი თარიღის მითითება რად უნდოდა? ცვლილებებში ვნახე 1812/1812წელს ასეთი რაღაც და დამაინტერესდა...წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 77.242.54.110 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

სალამი. ვიკიპედიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ვიკიფიცირებას, შიდა ბმულების სწორად წარმოჩენას. ე.ი. ვთქვათ გეწერათ სტატიაში 1812 წელი - დაინახავდით, რომ ბმული წითელია, სინამდვილეში ასეთი გვერდი არსებობს ქართულ ვიკიპედიაში. ეს თარიღი, რომ გალურჯდეს საჭიროა: [[1812|1812 წლის]] ასეთი კონსტრუქციის გამოყენება და ბმული გალურჯდება. თუ დავწერთ ასე: [[1812 წლის]] ბმული წითელი იქნება (ანუ შეცდომაა). მაგრამ თუ არ გვინდა, რომ 1812 წელი მთლიანად გალურჯდეს საკმარიასია მხოლოდ ასეთი რამის გაკეთება [[1812]] და ბმული იქნება ლურჯი. იგივე ითქმის სახელწოდებებთან მიმართებაში. მაგ., [[ევროპის]] (არასწორია) — სწორია [[ევროპა|ევროპის]]. ძალიან ადვილია. შეგიძლიათ თქვენ სავარჯიშოში ივარჯიშოთ.--ოთოჯი / მომწერე 21:18, 25 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ახლა გასაგებია ოთოჯი. დიდი მადლობა..--77.242.54.110 05:33, 26 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

არაფრის, რისი მადლობა :)--ოთოჯი / მომწერე 09:34, 26 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

???

მოგწერე :)წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ana gabunia (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

Going Under

ოთო, ერთი თუ შეგიძლია, Going Under წაშალე (გადამისამართება). ევანესენსის სიმღერაა და უფრო ეგაა ცნობილი. --H.McC. (მომწერეთ) 12:35, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

გაკეთდა--ოთოჯი / მომწერე 12:39, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

toolserver

toolserver.org/ შენთანაც ჭედავს თუ მარტო ჩემთან აქვს პრობლემები? --Beneto9 განხილვაწვლილი 17:40, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

არ გაგიკვირდეს სულ ჭედავს ხოლმე (ყოველშემთხვევაში ჩემთან), ამის გამო ათასში ერთხელ ვიხედები, ისიც გვიან ღამით.--ოთოჯი / მომწერე 17:47, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
ჩემი სტატიების რაოდენობა მაინტერესებს და ვერ ვნახულობ :( ბოლოს მანახებს 185-ე სტატიას ამას და ამის მერე კიდე ბევრი დავწერე აშკარად, მაინტერესებს რამდენი სტატია მაქვს დაწერილი და ვერ ვნახულობ :( --Beneto9 განხილვაწვლილი 17:50, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
ეგ არ არის პრობლემა. ნახავ. მოგვიანებით სცადე. მანამდე მე თუ შევედი გეტყვი რამდენიც დაწერე :)--ოთოჯი / მომწერე 17:54, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
უი, ყოჩარ უკვე 185 სტატია შეგიქმნია. კარგი შედეგია. როგორ ფიქრობ მე-1000 სტატიას როდის დაწერ? :)--ოთოჯი / მომწერე 17:57, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
ჯერ დიდი ხანი ვერა, რადგან უმეტესობა სტატია რომელიც დავწერე დამთავრებულია, მაგრამ გუნდების 1/2 დასაწერი მაქვს, რადგან არ მიყვარს ესკიზებად დატოვება.... მაგრამ მაინც მალე ავალ,,, უბრალოდ მე-200 რამე ისეთი მინდა დავწერო :D დასამახსოვრებელი. --Beneto9 განხილვაწვლილი 18:07, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
თუკი იაქტიურებ მალე მიხვალ 1000-მდე. კარგია ორასიც მაგრამ მე-1000 სტატიას როცა დაწერ სულ სხვა გრძნობა დაგეუფლება :). ამიტომ იაქტიურე, თუმცა დიდი მნიშვნრლობა ხარისხსაც დაუთმე. თუკი ვნახავ სტატისტიკას შეგატყობინებ.--ოთოჯი / მომწერე 18:13, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
ვნახე მეთვითონ, 191 მაქვს შექმნილი : ) ხოდა ვაქტიურობ როცა მცალია, როცა ვმუშაობ ვერ ვიაქტიურებ :) და შეგიძლია გადახედო სტატიებს ხარისხის შესახებ --Beneto9 განხილვაწვლილი 18:15, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
ძალიან კარგი :)--ოთოჯი / მომწერე 18:20, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა

მაგნუმ ოპუს-ზე მინდა მეორედ მოსვლა ლექსი დავაყენო და გადავამისამართო იუთუბზე, მაგრამ არ გამომდის, იქნებ რაიმეთი დამეხმაროთ

ზაზაწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა შალვა მჭედლიშვილი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვუპასუხე განხილვის გვერდზე: მომხმარებლის განხილვა:შალვა მჭედლიშვილი--ოთოჯი / მომწერე 19:28, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ნიდერლანდის ვიკიორდენი

ოთო, მისი უდიდებულესობა ბეატრიქსის სახელით, განიჭებ ნიდერლანდის ვიკიორდენს ამ ქვეყნის ვიკიპროექტში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის!— მიხეილ მიწერა 19:30, 29 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
დიდი დიდი მადლობა მიშა!. უძლიერესი ქვეყანაა დაწყებული თავისი პოლდერებითა და მარშებით და დელტა პროექტებით, დამთავრებული მისი უდიდებულესობით.ვიკრიჭები. ცოტა კი გადავიღალე, ალბათ დასვენება მომიწევს ცოტა ხანივიღიმი--ოთოჯი / მომწერე 19:45, 29 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
გადაღლას ნუ მიხსენებ, მეც მასე ვარ, მაგრამ ვერ ვეშვები მაინც. მე ნაკლებად ჩავერთე, მაგრამ გეთანხმები, სამუშაო მართლაც საინტერესო იყო. --მიხეილ მიწერა 20:00, 29 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

კი კი ნამდვილად. 61 ათასი სტატიაც მოგროვდავიღიმი. წინ!--ოთოჯი / მომწერე 20:10, 29 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

Otogi/არქივი 4-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.