მომხმარებლის განხილვა:Medgeorgia/არქივი 1

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Medgeorgia თემაში ფაილი:Pac-Man.png


--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 18:02, 23 დეკემბერი 2012 (UTC) პასუხი

პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

მიხეილ მიწერა 18:59, 13 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
ოთარ ჯღარკავა - გთხოვთ განავრცოთ სტატია. მინიმუმ სამი წინადადება. ეს ვიკიპედიის წესია.--ცანგალა () 14:48, 14 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა - ველოდები ტექსტურ მასალას ხსენებულ პიროვნებაზე, მერე შევავსებ.. კიდევ ერთი: ვერაფრით გავარკვიე როგორ ავტვირთო ფოტო, რადგან ამ სტატიის შევსებისას მინდა დავამატო სურათი --ბუბუ განხილვაწვლილი 15:35, 14 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ინსტუმენტებში წერია ფაილის დამატება.--ცანგალა () 15:48, 14 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

არაა ინსტრუმენტებში "ფაილის დამატება"--ბუბუ განხილვაწვლილი 16:37, 14 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

13 დეკემბერს დარეგისტრირდით და ჯერ არ იქნება. რაღაც დრო უნდა გავიდეს, ზუსტად არ მახსოვს, რამდენი. --H.McC. (მომწერეთ) 16:47, 14 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

გეოგრაფიული სახელები რედაქტირება

გამარჯობა. როდესაც გეოგრაფიაზე წერთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს მოთხოვნები. სასწრაფოდ შეასწორეთ ეს სტატია. --მიხეილ მიწერა 19:47, 22 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვიკიფიცირება რედაქტირება

გთხოვთ, მოახდინოთ შემოტანილი სტატიების ვიკიფიცირება. აუცილებლად მიუთითეთ კატეგორია და საერთაშორისო ბმულები. --მიხეილ მიწერა 10:18, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

გავაკეთე ორივე --ბუბუ განხილვაწვლილი 10:50, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
არ გაგიკეთებიათ სრულყოფილად და გთხოვთ, სანამ სრულად არ დააკმაყოფილებს ვიკიპედიის სტანდარტებს, სტატიიდან {{წყარო}}–ს ნუ ამოიღებთ! ინტერვიკი მითითებული იყო მარტივი ინგლისური ვიკიპედიის არასწორ, არარსებულ გვერდზე. კატეგორიას რაც შეეხება, არ არის აუცილებებლი ლიბიის მდინარეების სიას მიუთითოთ კატეგორია აფრიკის გეოგრაფია. გამოიყენეთ უფრო ქვედა დონის კატეგორია. მოახდინეთ ვიკიფიცირება შესაბამისი შიდა ბმულების მითითებით. — მიხეილ მიწერა 12:27, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
სხვა ენაზე არ არის და მე დავწერო სხვაზეც ?!--ბუბუ განხილვაწვლილი 15:10, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
არ არის და არ უნდა მიუთითოთ. ტყუილის მითითება იგივე ვანდალიზმია. --მიხეილ მიწერა 17:19, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

en:List of wadis of Libya - ეს რა არის? აბსოლუტურად იგივე სახელწოდებებია, რაც ქართულში, მაგრამ საუბარია უადიზე, უადი კი რაც არის, ამ ბმულზეც წერია. უადი და მდინარე ერთი და იგივეა? --H.McC. (მომწერეთ) 17:24, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

როგორც ჩანს ინგლისური ვიკიპედიაში მითითებულია უადი და არა რივერ. მაგრამ გადამისამართება რივერიდანაც ხდება. ანუ ლიბიის მდინარეები იგივე უადები.--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 17:39, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

რატომ არის იგივე? ოდნავ სხვა რაღაც ყოფილა, მდინარესავით არ მიედინება და სტრუქტურაც სხვა აქვს, ფუნქციურადაც განსხვავებული გამოდის. არაბულში უადებს ძირითადად ველებს უწოდებენ. --H.McC. (მომწერეთ) 17:42, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ორივე შემთხვევაში მივდივართ ერთ სიამდე. თან ეს ლიბიის სია სხვა აფრიკულ ქვეყნების მდინარეებთან ერთადაა. მდინარე იყოს, უფრო გასაგებია ფართო მასებისთვის. --ჯვაროსანი განხილვაწვლილი 17:46, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

აი ეგ 'უფრო გასაგებია ფართო მასებისათვის' არასწორი და არავიკიპედიური მიდგომაა და გარდა ამისა, დომხალს ქმნის. სხვებიც გამოხატავენ, იმედია, საკუთარ აზრს, მაგრამ აშკარად არ არის ეს ჩვენი მუშაობის სტილი. --H.McC. (მომწერეთ) 17:49, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

კარგი მაშინ გადავწყვიტოთ უადია თუ მდინარე, მაგრამ უადები მაინც არ უნდა იყოს.. რავი აბა..--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 17:51, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
უკაცრავად, მაგრამ „კაროჩეთი“ აქ არ ვსაუბრობთ, ეს ფორუმში. სწორი ფორმა რომ უადია, ეს სტატიაც გვეუბნება. არავითარ ერთ სიამდე არ მივდივართ, ვიკიპედია ითხოვს ფაქტების დაზუსტებას შესაბამისი წყაროებით. — მიხეილ მიწერა 17:56, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მიხეილ რა გინდა, რას გადამეკიდე? :) კაი ბატონო ბოდიში შეუასაბამო საუბრისთვის! რაც შეეხება უაიდს თუ ინგლისური ვიკიპედიაში შევეცდებით მოვძებნოთ ეს: List of rivers of Libya მივიღებთ ამას List of wadis of Libya (Redirected from List of rivers of Libya)--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 18:02, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მე არ გადაგკიდებივარ, უბრალოდ, ვიკიპედიის ელემენტარული წესების დაცვას ვითხოვ. და თუ ვერ ერკვევით საკითხში, სჯობს უფრო გამოცდილებს ჰკითხოთ რჩევა და ითანამშრომლოთ. ვიკიპედია ასე იქმნება. — მიხეილ მიწერა 18:12, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

იქნებ დააკონკრეტოთ რა არ მოგწონთ, კაროჩეს გარდა რათქმაუნდა..--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 18:15, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

დამშვიდდი მეგობარო. მეტი კოლეგიალურობა. გვაქვს წყარო, რომლის მიხედვითაც, სწორი ფორმაა უადი. ნუ შეეჭიდებით ისეთ საკითხებს, რაშიც არ ხართ დარწმუნებული. --მიხეილ მიწერა 18:20, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
ლიბიის მდინარეების სიალიბიის უადების სია ჩემს მიერ იქნა გადატანილი ზუსტ სათაურზე. კარგი იქნება რომ სტატიაში ვადის ნაცვლად უადი ჩაწერო. დაბოლოს, გამოხტომები საჭირო არ არის, პატივი ეცი კოლეგა-ვიკიპედიელებს. აქ არავინ არ გადაკეკიდებათ, პირიქით აქ ხალხი გეხმარებათ, რასაც სიჯიუტის გამო ვერ ხედავთ.--ოთოჯი / მომწერე 18:35, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი


ვიკი რედაქტირება

მედგეორგია სალამი, ერთ რჩევას მოგცემ თარგმნისას კარგად დააკვირდი, რომ გეოგრაფიული სახელები სხვა ასეთივე სტატიებში ნახსენებ გეოგრაფიულ სახელებს ემთხვეოდეს, აი ასე მაგალითად ესტონეთის მუნიციპალიტეტებში ოლქების ჩამონათვალი არასწორად არის მითითებული, ოლქების სახელებს აგრეთვე უნდა მიუწერო „მუნიციპალიტეტი“. სხვა სტატიები ასე იქმნება . თუ ასე არ გავაკეთებთ შედეგად შემდეგ რამეს მივიღებთ აი მაგალითად ესტონეთის მუნიციპალიტეტების სტატიაში „იდა-ვირუმაას“ ოლქში „სონდა" ქართულ სოფელ სონდაზე გადადიოდა, უკვე შეასწორე ეგ მაგრამ სხვა ოლქებზეც საჭიროა იგივეს გაკეთება ვიღიმი--Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 19:43, 5 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

მადლობა რჩევისთვის! შევეცადე თითქმის ყველა გამესწორებინა ...--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 19:45, 5 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

თარგი:ითარგმნება რედაქტირება

გამარჯობა, როდესაც სტატიას ამუშავებთ, ამ შემთხვევაში უნდა ჩასვათ თარგი {{subst:L}} თქვენ მიერ გამოყენებული {{ითარგმნება}} გამოიყენება მაშინ, როდესაც უშუალოდ ქართულ სტატიაში ზის უცხოური ტექსტიც და ისე ითარგმნება.--მიხეილ მიწერა 16:15, 8 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

მადლობა რჩევისთვის მიხეილ! ვიღიმი --ჯვაროსანი განხილვაწვლილი 16:40, 8 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ერთი კითხვა მაქვს. ახალი გვერდის შექმნის შემდეგ, სტატიის ყველა სხვაენოვან ასლზე ერთდროულად როგორ გამოჩნდეს სტატიის ქართული ვერსიის ბმული?--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 17:54, 8 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ერთდროულად ვერ გამოჩნდება. თქვენ მხოლოდ ინგლისურში ჩასვით ქართულის ინტერვიკი და ყველა სხვა დანარჩენში დაახლოებით ნახევარ საათში ჩასვამს ბოტი. --მიხეილ მიწერა 18:04, 8 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
აჰა მადლობა რჩევისთვის!--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 18:05, 8 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

სტატია რედაქტირება

სალამი.

  • იმედია, ცარიელ სტატიას არ დატოვებთ.
  • დაბადების თარიღი შეგიძლიათ დააკოპიროთ უცხოენოვანი ვიკიპედიიდან და ასეთი რამე გააკეთოთ: {{დაბადების თარიღი და ასაკი|წელი|თვე|რიცხვი}} (ნულების გარეშე). გამოვა „6 სექტემბერი, 1943 (1943-09-06) (80 წლის)“ და ავტომატურად ასაკიც ჩაიწერება ყოველწლიურად. --H.McC. (მომწერეთ) 19:35, 14 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
სალამი. დავამატებ იმას, რომ თუ დრო არ გყოფნით სტატიის სრულყოფილად დაწერისათვის, გამოიყენეთ თარგი:L . ამ შემთხვევაში თქვენს სტატიას არავინ შეეხებათ სანამ სტატიას არ დაასრულებთ და ამ შეტყობინებას არ ამოიღებთ. – BruTe () 19:42, 14 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
მადლობა რჩევებისთვის, გავითვალისწინებ ორივეს.--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 20:22, 14 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ახალი სტატია რედაქტირება

უფროსებმა, სად შეიძლება ვნახო დაუწერელი სტატიები ან რამ მსგავსი. სტატიის დაწერა მინდა...--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 17:34, 18 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ახლა შენს განხილვაში რომ არ შემომეხედა, ხომ არ ვნახავდი? საკუთარ განხილვაში კითხვები არ უნდა დასვა, თუ რომელიმე აქტიურ მომხმარებელს ნახავ ხაზზე (უკანასკნელ ცვლილებებში), იმათ უნდა ჰკითხო. დაუწერელი სტატიების სია არ გვაქვს. წერ ძიებაში სტატიის სათაურს და თუ არ ამოგიგდებს შედეგებში, ესე იგი, არ არის. და თუ შექმნი უკვე არსებულ სტატიას ხელმეორედ, ამაზე მიგითითებენ და დაგეხმარებიან (გადაიტანენ, გადაამისამართებენ). --H.McC. (მომწერეთ) 17:39, 18 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ეგ ხო, მაგრამ არ ვიცი რა დავწერო (რა ვთარგმნო), არადა მაგარ მუღამზე ვარ.. კარგი მადლობა ვიღიმი--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 17:55, 18 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

წყარო რედაქტირება

გაუმარჯოს. ნუ გავიწყდება სტატიებისთვის წყაროს მითითება. --მიხეილ მიწერა 16:36, 23 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

რეზიუმე რედაქტირება

თხოვნა - როდესაც სტატია წასაშლელია, რეზიუმეში უნდა დაიწეროს, რომ წასაშლელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ნახავს ადმინისტრაცია, არ მიაქცევს ყურადღებას. --H.McC. (მომწერეთ) 19:04, 24 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

გასაგებია, გავითვალისწინებ --ჯვაროსანი განხილვაწვლილი 19:06, 24 იანვარი 2013 (UTC)პასუხი


ბანძის სინაგოგა რედაქტირება

როდესაც საუკუნეს აკეთებთ ინტერ ლინკს აუცილებლად სიტყვა საუკუნე- უნდა მონიშნოთ. მაგალითად XX საუკუნე და არა XX საუკუნე. ასევე არაა საჭირო ერთიდაიგივე ტექსტში ერთი და იგივე სიტყვაზე რამდენიმე შიდა ლინკი დაადოთ. გთხოვთ იხილოთ ბანძის სინაგოგა-ში რა ცვლილებები შევიტანე. პატივისცემით.--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 19:28, 24 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

მადლობა რჩვებითვის. აუცილებლად გავითვალისწინებ--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 19:54, 24 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

კატეგორიები რედაქტირება

გამარჯობა, როდესაც სტატიაში კატეგორიებს ჩასვამ, სხვა მსგავს სტატიაში როგორცაა იმისდამიხედვით იხელმძღვანელე. წარმატებები. --ჯაბა ლაბაძე 12:43, 26 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

გასაგებია, გავითვალისწინებ--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 15:24, 26 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

სანდო მომხმარებელი რედაქტირება

გილოცავთ. თქვენი წვლილიდან გამომდინარე, სანდო მომხმარებლის სტატუსი მოგენიჭათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიერ განხორციელებული რედაქტირებები შემომწმებლის დადასტურებას აღარ საჭიროებ, ავტომატურად შემოწმებული იქნება. — მიხეილ მიწერა 15:58, 26 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ძალიან დიდი მადლობა!--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 15:59, 26 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებთ, ასე განაგრძეთ. --მიხეილ მიწერა 16:18, 26 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

მანაწილებელი ლილვი რედაქტირება

როდესაც სხვა ენის სტატიიდან გადმოგაქვთ სხვა ენებზე ბმულები არ დაგავიწყდეთ თვითონ იმ ენის ბმულის ჩასმაც, მაგალითან ინგლისურის შემთხვევაში en: --, იხილთ როგორ ჩავამატე მანაწილებელი ლილვი-ში. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 16:22, 26 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

გასაგებია, დამავიწყდა ინგლისური ბმულის ჩამატება--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 16:53, 26 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

კატეგორიის შექმნა რედაქტირება

გამარჯობა. კატეგორიის გვერდის შესაქმნელად აწკაპებ წითელ ბმულს. გამოტანილ რედაქტირების გვერდზე ჩასვამ უფრო ზედა საფეხურის კატეგორიას, რადგან მარტვილის მუნიციპალიტეტი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. რედაქტირების გვერდზე უნდა ჩასვა [[კატეგორია:სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის ციხესიმაგრეები]] - ეს ტექსტი. ანუ პრინციპი: უფრო "წვრილ" კატეორიაში უნდა ცაწერო უფრო "მსხვილი" კატეგორია. --ჯაბა ლაბაძე 18:13, 29 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

აჰა, გასაგებია. დიდი მადლობა ჯაბა!--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 18:15, 29 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

არაფრის. თუ დახმარება დაგჭირდეს მომწერე ჩემს განხილვაში. მზად ვარ გზა გაგიკვალო ქართულ ვიკიპედიაში. ვიღიმი --ჯაბა ლაბაძე 18:24, 29 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ვიცი აუცილებლად დამჭირდება და შეგაწუხებ ხოლმევიღიმი --ჯვაროსანი განხილვაწვლილი 18:25, 29 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

მარტვილის მუნიციპალიტეტი რედაქტირება

სტატიიდან : მარტვილის მუნიციპალიტეტი რატომ ამოიღეთ ღირსშესანიშნაობების ნაწილი ? --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 19:38, 29 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

„მარტვილის (ჭყონდიდის) სამონასტრო ანსამბლი” - განმეორებული იყო ორჯერ
„წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესია” - განმეორებული იყო ორჯერ
„სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია” - სეფიეთი აბაშაშია --ჯვაროსანი განხილვაწვლილი 19:41, 29 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ოკ, მადლობა --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 20:14, 29 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

სახელწოდება რედაქტირება

რა მაინტერესებს იცი? ციხესიმაგრე მდინარე წაჩხურისა და მდინარე ტეხურის შესართავთან ამ ციხეს სახელწოდება არ აქვს? ეს სახელი რომელიმე წყაროდან ამოწერე? --ჯაბა ლაბაძე 04:38, 30 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

კი, ამ წყაროში ასეა მითითებული--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 11:51, 30 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

გასაგებია, მაგრამ მაინც რაღაც არაენციკლოპედიური სათაურია. რა ვიცი ვნახოთ თუ სტატიას შექმნი ამ ციხეზე ამ სათაურით, მერე გამოჩნდება ვინმე დაინტერესებული პირი და რაიმე რაციონალურ სათაურს მოვიფიქრებთ ერთად. --ჯაბა ლაბაძე 15:31, 30 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ჯერ-ჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ ციხეზე, თუ რამეს აღმოვაჩენ აუცილებლად--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 19:11, 30 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ფორმატირება რედაქტირება

სალამი. მაინტერესებს, ეს ცვლილება რას ნიშნავდა? სტატიის განხილვა სტატია არ არის, ამიტომ ტექსტის ფორმატირებას ყველა საკუთარი გემოვნებით აკეთებს. გამონაკლისი ალბათ არის, როდესაც ორი სხვადასხვა მომხმარებლის გამოხმაურებები ერთმანეთზეა მიკრული - მაშინ დასაშვებია გამოყოფა. ვიღიმი ვერ მივხვდი, რა საჭირო იყო ეს ცვლილება. --H.McC. (მომწერეთ) 16:30, 31 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ფაილი:Pac-Man.png რედაქტირება

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Pac-Man.png-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.

ასევე:

BruTe () 17:08, 31 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ფაილი:ბანძის სინაგოგა.jpg‎ - აქედან ავიღე: http://shimerli.livejournal.com/634744.html
ფაილი:Konstantine martvileli.jpg - აქედან ავიღე:http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/1064
ფაილი:Pac-Man.png რუსული ვიკიპედიიდან ავიღე--ჯვაროსანი განხილვაწვლილი 17:25, 31 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
Medgeorgia/არქივი 1-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.