მომოტომბო (ესპ. Momotombo) — მოქმედი სტრატოვულკანი ნიკარაგუაში. სიმაღლე 1297 მ. ვულკანი გაწოლილია ტბა მანაგუას ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, ქალაქ ლეონიდან აღმოსავლეთით 36 კმ-ში (პირდაპირი ხაზით). მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1610 წელს.

მომოტომბო
მომოტომბო
მომოტომბო
კოორდინატები: 12°25′19″ ჩ. გ. 86°32′24″ დ. გ. / 12.42194° ჩ. გ. 86.54000° დ. გ. / 12.42194; -86.54000
ქვეყანა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
სიმაღლე 1297 
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2015 წლის 2 დეკემბერი
მომოტომბო — ნიკარაგუა
მომოტომბო

ვულკანს გააჩნია კონუსისებრი, სიმეტრიული ფორმა. მომოტომბო წარმოადგენს ნიკარაგუის ერთ-ერთ სიმბოლოს. ხშირად ვულკანი გამოსახულია ღია ბარათებზე, ასანთის კოლოფებზე და სხვა. იგი გამოსახული იყო ასევე ნიკარაგუის გერბზე 1854 წელს.

მომოტომბოს უკანასკნელი სეისმური აქტივობა შეიმჩნეოდა 2005 წელს. 2015 წლის 3 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია 110 წლიანი პაუზის შემდეგ ვულკანის გააქტიურების შესახებ.[1] 2015 წლის 2 დეკემბერს მომოტომბო ამოიფრქვა. ვულკანი ისროდა ლავასა და ფერფლს.[2] ნიკარაგუაში ვულკანის გამო განგაში გამოცხადდა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Nicaragua's Momotombo volcano erupts for the first time in a century
  2. Nicaraguas Momotombo spuckt Lava und Asche. orf.at (02.12.2015). ციტირების თარიღი: 03.12.2015.