მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება

მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება (გერმ. Der kurze Brief zum langen Abschied) — ავსტრიელი მწერლის, პეტერ ჰანდკეს, 1972 წლის რომანი. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა მწერლის შესახებ, რომლიც დედის თვითმკვლელობის შემდეგ აშშ-ში თავისი ცოლის მოსაძებნად მოგზაურობს. რომანში პერსონაჟად გვევლინება კინორეჟისორი ჯონ ფორდი, რაც მინიშნებაა მის ფილმზე „ახალგაზრდა მისტერ ლინკოლნნი“, რომელიც ასევე აშშ-ში მოგზაურობისას განცდილ გაუცხოების თემაზეა. აგრეთვე რომანის თემებსა და მოტივებს ვხვდებით ვიმ ვენდერსის 1974 წლის ფილმში „ელისი ქალაქებში“. ჰანდკე ხშირად თანამშრობლობდა ვენდერსთან და ეს ფილმიც წიგნის საპასუხო ნაშრომად ითვლება.[1]

„მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება“
ავტორი პეტერ ჰანდკე
ენა გერმანული ენა
გამოცემის თარიღი 1972

სქოლიო რედაქტირება

  1. Brady, Martin; Leal, Joanne (2011) Wim Wenders and Peter Handke: Collaboration, Adaptation, Recomposition. Amsterdam: Editions Ropodi, გვ. 169-170. ISBN 978-90-420-3248-4.