მოზირი (ბელარ. Мазы́р) — ქალაქი ბელარუსში, გომელის ოლქში. მდინარე პრიპიატის მარჯვენა ნაპირზე. სამდინარო ნავსადგური (ფხოვი). რკინიგზის სადგური. 108,792 ათასი მცხოვრები (2009 წლის შეფასება). მოზირი ხე-ტყის დასამუშავებელი და დასაცურებელი ცენტრია. არის სამელიორაციო მანქანების, კაბელის, ავტოსარემონტო, სამსხმელო-მექანიკური და სხვა ქარხნები, სატრიკოტაჟო, სამკერვალო, სამხატვრო ნაწარმის ფაბრიკები, კვების მრეწველობის საწარმოები. პედაგოგიური ინსტიტუტი, პოლიტექნიკუმი, სამედიცინო, სამუსიკო სასწავლებლები. მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ქალაქია 1795 წლიდან.

ქალაქი
მოზირი
Мазы́р
დროშა გერბი

ქვეყანა ბელარუსის დროშა ბელარუსი
ოლქი გომელის ოლქი
კოორდინატები 52°03′00″ ჩ. გ. 29°14′00″ ა. გ. / 52.05000° ჩ. გ. 29.23333° ა. გ. / 52.05000; 29.23333
პირველი ხსენება 1155
ფართობი 36 კმ²
ცენტრის სიმაღლე 160 მეტრი, 122 მეტრი
მოსახლეობა 108,792 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 2,500 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 2351
საფოსტო ინდექსი 247760
საავტომობილო კოდი 3
ოფიციალური საიტი mymozyr.info
მოზირი — ბელარუსი
მოზირი

ლიტერატურა რედაქტირება