მოზამბიკი (კუნძული)

მოზამბიკი (პორტ. Ilha de Moçambique) — კუნძული მდებარეობს მოზამბიკის სანაპიროზე, ქვეყნის ჩრდილოეთით. ასევე ეწოდება ქალაქსაც ამ კუნძულზე. კუნძულის სახელწოდებით მიიღო თავისი დასახელება კოლონიამ, ხოლო შემდგომში ქვეყანამაც. 1991 წლიდან კუნძული და ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

მოზამბიკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, vi
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 14°55′12″ ჩ. გ. 40°43′58″ ა. გ. / 14.92000° ჩ. გ. 40.73278° ა. გ. / 14.92000; 40.73278
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 599
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 599
ინგლ.რუს.ფრ.

გეოგრაფია რედაქტირება

კუნძული მდებარეობს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. კუნძულის სიგრძე 3 კილომეტრია, ფართობი კი 1,5 კვ.კმ. მოსახლეობის რაოდენობა 54 135 ადამიანია (2005 წელს, უპირატესად მაკუა). მოსახლეობის სიმჭიდროვე 36.210 ადამიანი კვ./კმ-ზე (2005 წლისათვის). კუნძული განიცდის ჭარბმოსახლეობას. ადმინისტრაციულად ის შედის ნამპულას პროვინციაში. აფრიკის კონტინენტისაგან კუნძული გამოყოფილია კილომეტრიანი სიგანის სრუტით.

ისტორია რედაქტირება

მოზამბიკის კუნძული გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ადრეულ შუასაუკუნეებში არაბი და სპარსელი ვაჭრების მიერ. პორტუგალიელმა ვასკო და გამამ ევროპელთაგან პირველმა მოინახულა 1498 წელს კუნძული, რომელსაც მაშინ მართავდა შეიხი მუსა ბენ მბიკი (რომლის სახელისგანაც წარმოიშვა სიტყვა მოზამბიკი). 1506 წელს პორტუგალიელებმა კომანდორების ტრისტან და კუნიას და აფონსო ალბუკერკის მეთაურობით დაიპყრეს კუნძული და ქალაქი. 1508 წელს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში იყო აშენებული ფორტი სან-სებასტიანი, რომლისთვისაც სამშენებლო მასალები ალბუკერკის მითითებით იგზავნებოდა ევროპიდან.

მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით კუნძული მოზამბიკი იყო რეგიონის უდიდესი ნავსადგური. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შემოსავლის მთავარი წყარო იყო მონებით ვაჭრობა. XIX საუკუნის ბოლოს ქალაქი მოზამბიკი იყო პორტუგალიის გენერალ-გუბერნატორის და კათოლიკური ეპისკოპოსის რეზიდენცია, აქ იმყოფებოდა საკონსულოები რიგი ევროპული ქვეყნებისა. აშენებული იყო გუბერნატორის სასახლე, ტაძარი, საბაჟოს შენობა, დიდი მაღაზიები გერმანელი, ფრანგი და შვეიცარიელი ვაჭრებისა. ქალაქი იყოფოდა ორ ნაწილად ევროპულად და ადგილობრივად. 1898 წლამდე ქალაქი მოზამბიკი წარმოადგენდა მოზამბიკის კოლონიის ადმინისტრაციულ ცენტრს, შემდეგ დედაქალაქი იყო გადატანილი ლორენსუ-მარკიშში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება