მკვრივი ყურძენიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

სახელწოდება მიღებული აქვს თავისი კუმსი მტევნების გამო.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს აბლაბუდისებრი და საშუალო სისქის ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ძლიერ კუმსია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ელფერის. კანი თხელი აქვს, რბილობი — წვნიანი და მდნარი. მკვრივი ყურძენი სიმწიფის საგვიანო პერიოდის და მოსავლიანი ჯიშია.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 242