მიჯნაძორი, მიძნაძორიშუა საუკუნეების ქართული მონასტერი და კულტურის ცენტრი ისტორიულ კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). წყაროებში პირველად მოხსენიებულია IX საუკუნეში. შემორჩენილია ცალკეულ ნაგებობათა ნანგრევები (მონასტერი, „საოსტიგნო“ და სხვა). მიჯნაძორელ მოღვაწეთაგან ცნობილი არიან: წინამძღვარი დავით დიდი (IX საუკუნე), იაკობ დიდი (X საუკუნე), სინის მთის (პალესტინა) ქართული სავანის დეკანოზი კვირიკე (X საუკუნე), წინამძღვარი ზოსიმე მიძნაძორელი-ხანთუბისძე (XVI საუკუნე), წინამძღვარი იოსებ ხანთუბისძე (XVI საუკუნე).

ლიტერატურა რედაქტირება

  • მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 7, გვ. 48, თბ., 1984
  • Jer.Geo.49 ხელნაწერის მინაწერები და ხანთუბისძეთა საგვარეულოს მოღვაწეობის გეოგრაფიული არეალი / ვლადიმერ კეკელია, ირმა ხოსიტაშვილი // საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი : შრომები. - თბილისი, 2011. - ISSN: 1987-9970. - [ტ.]IV. - გვ.199-203