სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქავთარაძე.

მიხეილ ქავთარაძე (დ. 21 ნოემბერი, 1906, ძველი სენაკი, — გ. 9 იანვარი, 2008, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და პუბლიცისტი. მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებულმა დაასრულა სიცოცხლე.

ბიოგრაფია რედაქტირება

მიხეილ ქავთარაძე მონაწილეობდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ 1924 წ. აგვისტოს აჯანყებაში და 1927 წ. იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. საფრანგეთში ედპ-ის თავმჯდომარის სპირიდონ კედიას გარდაცვალების შემდეგ ქავთარაძე განაგრძობდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას. მეორე მსოფლიო ომის წლებში მონაწილეობდა „ვერმახტის“ ქართული ლეგიონის ქვედანაყოფების „თამარ I“-სა და „ბერგმანი“-ს შექმნაში. 1950-იანი წლებიდან მიხეილ ქავთარაძე რედაქტორობდა ჟურნალ „ივერიას“, ევროპულ პრესაში აქვეყნებდა სტატიებს საქართველოზე და დაწერა ისტორიულ-ქრონიკული მასალით მდიდარი ავტობიოგრაფიული რომანი „იანიჩარები“. 1991 წ. ქავთარაძემ პარტიული რეგალიები გადასცა პარიზში სტუმრად მყოფ ახლადშექმნილი ედპ-ს ლიდერს გიორგი ჭანტურიას. 2003 წ. ქავთარაძე სამშობლოში დაბრუნდა და 2007 წ. დეკემბერში გამოაქვეყნა კიდევ ერთი ავტობიოგრაფიული ნაშრომი „ცხოვრების 100 წელი“. გარდაიცვალა თბილისში, 101 წლის ასაკში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება