მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე (დ. 22 დეკემბერი, 1978, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. 2013-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2018-2020 წლებში — პირველი მოადგილე, 2020 წლიდან — საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“). 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად.[2]

მიხეილ სარჯველაძე
დაბადების თარიღი 22 დეკემბერი, 1978 (1978-12-22) (45 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1978 წლის 22 დეკემბერს, თბილისში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1999-2003 წლებში იყო შპს „საადვოკატო ბიურო - კორძაძე და სვანიძე“ - ადვოკატი. 2003-2010 წლებში – კს „სვანიძე და პარტნიორები“ - ადვოკატი, პარტნიორი. 2010-2012 წლებში იყო სპს „საადვოკატო გაერთიანება - სარჯველაძე და მშვენიერაძე“-ის ადვოკატი, პარტნიორი. 2012-2013 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 2013-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2018-2020 წლებში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3] 2020 წლის 11 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად.[2]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება