მიხეილ დიაკონოვი (რუს. Михаил Миха́йлович Дья́конов; დ. 12 ივნისი, 1907 — გ. 8 ივნისი, 1954, მოსკოვი) — საბჭოთა აღმოსავლეთმცოდნე; ირანის ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნებისა და კულტურის ისტორიკოსი, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1949), ტაჯიკეთის სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1951). 1924-1926 წლებში სწავლობდა ოსლოს უნივერსიტეტში, 1930 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი. მუშაობდა სახელმწიფო ერმიტაჟში, მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტში, ლენინგრადის უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, მოსკოვის უნივერსიტეტში. ტაჯიკეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომელი 1946 წლიდან (1953 ხელმძღვანელი). დიაკონოვი ავტორია ერთიანი ნაშრომისა და ირანისა ძველი ისტორიის შესახებ („ძველი ირანის ისტორიის ნარკვევი“, 1961; გამოიცა ავტორის სიკვდილის მერე). ცნობილია აგრეთვე მისი პოეტური თარგმანები სპარსულიდან (ფირდოუსი, გორგანი, ნიზამი), ნორვეგიულიდან და სხვა ენებიდან.

ლიტერატურა რედაქტირება