მიხეილ ეგნატეს ძე გულუა (დ. 3 იანვარი, 1905, ბათუმი, — გ. 29 აპრილი, 1967, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1960).

დაამთავრა საქართველოს საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტი (1932). წლების მანძილზე სხვადასხვა თანამდებობა ეკავა სამშენებლო ორგანიზაციებში — საბჭოთა კავშირის ნავთობის მრეწველში, საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს ნავთობისა და ქიმიური მრეწველობის სამმართველოს სისტემებში, 1959-1967 წლებში იყო მადნეულის სამთო–გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კომუნალური მშენებლობის ტექნიკუმში და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

ლიტერატურა რედაქტირება