სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.

მიხეილ გიორგაძე (დ. 25 აპრილი, 1967) — ქართველი წყალბურთელი, ეკონომისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი 2014 წლის 23 ივლისიდან[1][2] - 2017 წლის 15 დეკემბრამდე. 2017 წლის 15 დეკემბრიდან - 2018 წლის 15 ივლისამდე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი. ამჟამად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.

მიხეილ გიორგაძე
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 დეკემბერი, 2017 – 15 ივლისი, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ივლისი, 2014 – 15 დეკემბერი, 2017
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიგურამ ოდიშარია
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული25 აპრილი, 1967
საქმიანობაწყალბურთელი
პოლიტიკოსი
ეკონომისტი

1983-1992 წლებში საქართველოს წყალბურთის ეროვნული გუნდის წევრი, თბილისის „დინამოს” წყალბურთის გუნდის წევრი, საბჭოთა კავშირის წყალბურთის ნაკრების წევრი. 1984-1991 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტზე. მისი დასრულების შემდეგ, 1992-1993 წლებში, იყო სახელმწიფო მრჩეველი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტში. 1993-1994 წლებში საგარეო ეკონომიკური საკითხების კომიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

1994-1997 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერი, ხოლო 1998 წლიდან 2014 წლის ივლისამდე — შპს „ისთერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი, რომელიც ჯაზ-ფესტივალებს უწევს საქართველოში ორგანიზებას. პარალელურად, 2005-2014 წლებში იყო თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრიც.

2014-2016 წლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი​; 2017-2018 წლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი​; 2018 წლიდან დღემდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
თანამდებობა შეიქმნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე
15 ივლისი, 2018-დან
შემდეგი:
წინამორბედი:
თანამდებობა შეიქმნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
15 დეკემბერი, 201715 ივლისი, 2018
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა
წინამორბედი:
გურამ ოდიშარია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
23 ივლისი, 201415 დეკემბერი, 2017
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა
წინამორბედი:
თანამდებობა შეიქმნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
15 დეკემბერი, 201715 ივლისი, 2018
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა