მიხაი ზიჩი

უნგრელი მხატვარი

მიხაი ზიჩი (უნგრ. Mihály Zichy; დ. 15 ოქტომბერი, 1827, სოფ. ზალა, უნგრეთის სამეფო — გ. 28 თებერვალი, 1906, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია; დაკრძალეს 1906 წლის 18 მარტს, ბუდაპეშტში) — უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი. უნგრული რომანტიზმის წარმომადგენელი.

მიხაი ზიჩი
დაიბადა 15 ოქტომბერი, 1827(1827-10-15)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი Zala[7]
გარდაიცვალა 28 თებერვალი, 1906(1906-02-28)[1] [2] [3] [5] [8] [6](78 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
შოთა რუსთაველი მეფე თამარს თავის „ვეფხისტყაოსანს“ წარუდგენს

სწავლობდა ბუდაპეშტის უნივერსიტეტში, 1842 წლიდან მეცადინეობს ფერწერაში იტალიელ მხატვარ ი. მარასტონისთან, რომელმაც ბუდაპეშტში გახსნა სამხატვრო სასწავლებელი. 1843 წელს გადადის ვენაში, სადაც ფერწერას სწავლობს ფერდინანდ გეორგ ვალდმიულერის ხელმძღვანელობით. 1846 წელს იმოგზაურა იტალიაში. 1847 წლიდან ცხოვრობს პეტერბურგში. 1858 წელს აირჩიეს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსად. 1859 წლიდან იყო საიმპერატორო კარის მხატვარი.1874–1881 წლებში ცხოვრობდა საზღვარგარეთ, 1875–1880 წლებში იყო პარიზის უნგრელთა ურთიერთდახმარების საზოგადოების თავმჯდომარე. 1881–1882 წლებში ცხოვრობდა კავკასიაში, 1883–1906 წლებში კვლავ საიმპერატორო კარის მხატვარია. დემოკრატი მხატვარი თანაუგრძნობდა უნგრეთის რევოლუციას. იზიარებდა უტოპიური სოციალიზმის იდეებს.

შემოქმედება რედაქტირება

ნიკოლოზ ჩერნიშევსკის გავლენით მხატვარმა (რომანი „რა ვაკეთოთ") შექმნა რამდენიმე სურათი („ქუჩაზე მოსეირნე წყვილები“, „ვაჭრის ოჯახი“ და სხვა). განსაკუთრებით საინტერესოა 80-იან წლებში შექმნილი ეტიუდი „ციმბირის ტყვე", სადაც გამოსახულია ჩერნიშევსკი პატიმრობის დროს. ზიჩის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიული დონე. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „კუბოს თავის დაჭედვა“, „გარდამოხსნა“ (ორივე 1845), „კავკასიის სცენები“ (ლითოგრაფია, გამოიცა 1852), „ბოროტი სულის ზეიმი“ (1878, ბუდაპეშტის ეროვნული გალერეა); განსაკუთრებით მუშაობდა მხატვარი წიგნის გრაფიკის დარგში. დაასურათა იმრე მადაჩის „ადამიანური ტრაგედია“, მიხეილ ლერმონტოვის „დემონი“ („თამარი კუბოში“, პუშკინის სახლ-მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი და სხვა).

1881 წელს ზიჩი თბილისში ჩამოვიდა, სადაც მოწინავე ქართველ ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე მუშაობა. სულ შექმნა 34 სურათი (შეუკვეთეს 14), „ვეფხისტყაოსნის“ საგამომცემლო კომისიამ 27 სურათი შეარჩია. აღნიშნული ნამუშევრები (ამჟამად ინახება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) მხატვარმა ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა. ზიჩის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები თავის დროზე დიდი მხატვრული მოვლენა იყო. ზიჩიმ ქართულ თემაზე კიდევ რამდენიმე ტილო შექმნა — „ქართველი ქალის პორტრეტი“ (1874, კერძო კუთვნილება), "იკორთის მონასტერი“ (1888, საქართველოში მეორედ ჩამოსვლის დროს) და სხვა.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • გორდეზიანი ბ., ზიჩი საქართველოში, გამოც. მე-2, თბ., 1966
  • შარაძე გ., მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა, თბ., 1978;
  • Алешина Л. С., Михай Зичи, М., 1975;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Mihály Zichy
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. 6.0 6.1 The Fine Art Archive — 2003.
  7. Dr. Constant v. Wurzbach Zichy, Michael von // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 60. — S. 34.
  8. Gellér K. Zichy, Mihály // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T093488