მიქსომიცეტები (ლათ. Myxomyceta) (ბერძ. myxa — ლორწო და mykes — სოკო) (ლათ. Mycetozoa, Myxothallophyta), ლორწოვანი სოკოები — უქლოროფილო, სოკოს მსგავსი ორგანიზმების ტიპი. ცნობილია 400-მდე სახეობა. მათი ვეგეტატიური სხეული — პროტოპლაზმის შიშველი მასა პლაზმოდიუმია. იგი მრავალბირთვიანი და დიპლოდურია. აქტიურად მოძრაობს საკვებისაკენ და შეიწოვს მას მთელი ზედაპირით. პლაზმოდიუმზე ვითარდება გარსიანი სპორები ან სხვადასხვა ფორმისა და ფერის (უმთავრესად კაშკაშა) თოფრაკისებური ნაყოფსხეულები, რომლებიც სპორებია განვითარებული. მიქსომიცეტები გავრცელებულია ყველგან. უმრავლესობა საპროფიტია. ცხოვრობს უმთავრესად მცენარეულ ნარჩენებზე. ზოგიერთი სახეობა პარაზიტია და იწვევს კულტურულ მცენარეთა დაავადებას, მაგ., კომბოსტოს კილს ან კარტოფილს ტუბერის ფხვიერ ქეცს.

Fuligo septica

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: