მიქარწმინდის მონასტერი

მიქარწმინდის მონასტერი – ყოფილი მონასტერი რაჭაში, სოფელ აბანოეთში. შემორჩენილია კომპლექსის სამშენებლო ნაშთები. მონასტრის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია X საუკუნით თარიღდება. XVIII საუკუნეში ტაძარი განუახლებიათ. საყდარსა და მონასტერს დიდი გალავანი ჰქონია. დღეს მხოლოდ ეკლესიის საძირკველია შემორჩენილი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გობეჯიშვილი ვ., რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 68

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8472