მიქაელ ნალბანდიანი

მიქაელ ნალბანდიანი (მიხეილ ლაზარეს ძე ნალბადოვი) (დ. 14 ნოემბერი [ძვ. სტ. 2 ნოემბერი], 1829, დონის ნახიჩევანი, ახლანდელი დონის როსტოვის რაიონი — გ. 12 აპრილი [ძვ. სტ. 31 მარტი], 1866, ქ. კამიშინი) — სომეხი მწერალი, ფილოსოფოსი რევოლუციონერ-დემოკრატი, უტოპისტ-სოციალისტი.

მიქაელ ნალბანდიანი
სომხ. Միքայել Նալբանդյան
დაბადების თარიღი 2 (14) ნოემბერი, 1829[1]
დაბადების ადგილი დონის ნახიჩევანი, დონის ძალების ოლქი, რუსეთის იმპერია[1]
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი (12 აპრილი), 1866[1](36 წლის)
გარდაცვალების ადგილი კამიშინი, სარატოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
დასაფლავებულია Q120661424?[1]
საქმიანობა მწერალი[1] , პუბლიცისტი[1] და ლიტერატურათმცოდნე[1]
ეროვნება სომხები[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი[1]
Magnum opus სომხეთის სახელმწიფო ჰიმნი[1]
ხელმოწერა

1855–1858 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1858–1860 წლებში თანამშრომლობდა მოსკოვის სომხურ ჟურნალში „ჰიუსისაფაილში“ („ჩრდილოეთის ციალი“). 1860–1862 წლებში იმოგზაურა თურქეთში, ინდოეთში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, კონსტანტინოპოლში. სომხურ ჟურნალ „მეღუსთან“ („ფუტკარი“) შექმნა ფარული რევოლუციური საზოგადოება „ახალგაზრდობის პარტია“. ლონდონში დაუახლოვდა ა. გერცენს, ნ. ოგარიოვს, მ. ბაკუნინს დფა სხვებს.

მიქაელ ნალბანდიანი იკვლევდა ფილოსოფიურ, პოლიტეკონომიკურ , ლინგვისტიკის, პედაგოგიურ საკითხებს. ლ. ფოიერბახისა და ნ. ჩერნიშევსკის ანთროპოლოგიური მატერიალიზმის მიმდევარი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მნიშვნელობის დაუღალავი მქადაგებელი იყო.

მიქაელ ნალბანდიანიკრიტიკული რეალიზმისა და ესთეტიკის მამამთავარია სომხურ ლიტერატურაში. იღვწოდა ახალი სალიტერატურო ენის დანერგვისათვის. თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ჰ. ჰაინესა და სხვათა ლექსები.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Armenian Soviet Encyclopedia, vol. 8 — ტ. 8. — გვ. 150–152.