მისურის პლატო,[1] მისურის კოტო[შენიშვნა 1][2] (ინგლ. Missouri Plateau; ფრანგ. Coteau du Missouri) — ვრცელი პლატო, რომელიც გადაჭიმულია მდინარე მისურის ხეობის აღმოსავლეთ მხარეს ჩრდილოეთ დაკოტის ცენტრალურ და სამხრეთ დაკოტის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში, აშშ-ში. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 320 კმ-ზე, ხოლო სიგანე ცვალებადობს 40–120 კმ ფარგლებში.[3] სიმაღლე 600–800 მ. ტერიტორიის 50–80 % დამრეც კალთებს უკავია. დახრილია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. წარმოადგენს კოტო-დე-პრერის დასავლეთ ანალოგიას.[3]

მისურის პლატო
მისურის პლატო
მისურის პლატო
კოორდინატები: 46°00′01″ ჩ. გ. 99°00′02″ დ. გ. / 46.00028° ჩ. გ. 99.00056° დ. გ. / 46.00028; -99.00056
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული ჩრდილოეთი დაკოტა
სამხრეთი დაკოტა
სიგრძე 320 კმ
სიგანე 40–120 კმ
მისურის პლატო — აშშ
მისურის პლატო
სურათები ვიკისაწყობში

კანადის პროვინციებში სასკაჩევანსა და ალბერტაში ეს ფიზიოგრაფიული რეგიონი განიხილება, როგორც მისურის კოტოს მაღლობი, როგორც დიდი ვაკეების პროვინციის ან ალბერტის პლატოს რეგიონის ნაწილი, რომელიც გადაჭიმულია სასკაჩევანის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთი კიდის და ალბერტის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთი კიდის გასწვრივ.[4]

ისტორიულად, კანადაში ტერიტორია ცნობილია როგორც პალისერის სამკუთხედი და მიიჩნეოდა დიდი ამერიკული უდაბნოს გაგრძელებად და სოფლის მეურნეობისათვის გამოუსადეგარ ტერიტორიად. რელიეფისთვის დამახასიათებელია დაბალი ბორცვაკები, ტალღოვანი ბორცვები, დუბეები და მინდვრები. არის ტბები და ჭაობები.[5] ჩამონადენი ზოგადად სიმეტრიულია. მთავარი მდინარეა მისური. აღმოსავლეთი კალთის ჩამონადენი პარალელური ნაკადებით მიემართება მდინარე ჯეიმზისკენ, ხოლო დასავლეთი ნაწილი არასიმეტრიული ნაკადებით მდინარე მისურისკენ.[6] დიდი მდინარეების გასწვრივ ძლიერაა დანაწევრებული ხევებით, რომლებიც ადგილ-ადგილ ბედლენდებს ქმნიან.[7]

გეოლოგიურად, წარმოადგენს დიდი ვაკეების გაგრძელებას დაკოტაში და მთავარი პლატოსგან გამოყოფილია დასავლეთით მისურის ტრანშეით. პლატოზე დაფენილია პიერ-შეილი, რომელიც დაფარულია მრავალჯერადი გამყინვარების მტკიცე დანალექებით. პლატო აგრეთვე შეიცავს ლიგნიტის, მირაბილიტისა და ბენტონიტის დანალექებს.[8]

მისურის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეს მთელ სიგრძეზე გასდევს მისურის ესკარპი, რომლის გენეზისის საკითხი სადავოა გეოლოგთა შორის.[9] მისურის პლატოს აღმოსავლეთ ნაწილს ეწოდება მისურის კოტო, სადაც ფრანგული სიტყვა „Coteau“ ნიშნავს „პატარა ბორცვს“.[10] გაბატონებულია სავსებით მშრალი სემიარიდული კლიმატი. მდიდარია ფაუნით.[11]

გარდა იმისა, რომ იგი გეოგრაფიული რეგიონია, მისურის პლატოს აგრეთვე გააჩნია კულტურული კავშირი ადგილობრივ ხალხთან, სამხრეთი დაკოტის მეტისებთან და აგრეთვე სხვა მკვიდრ ჯგუფთან. მოჰყავთ მარცვლოვანი კულტურები; მოშენებულია სასოფლო-სამეურნეო ცხოველები.[12]

სახელწოდება მისურის კოტო ან კოტო-დიუ-მისური ფრანგი მოვაჭრეების ეპოქასთანაა დაკავშირებული. გეოგრაფიულ ლიტერატურაში გვხვდება სამივე სახელწოდება.[3]

შენიშვნა რედაქტირება

  1. სპეციალური გეომორფოლოგიური ტერმინი „კოტო“ — ბორცვებისა და პლატოების კიდის ქანობი.

სქოლიო რედაქტირება

  1. Hudson, John C. (2002). Across this Land: A Regional Geography of the United States and Canada. JHU Press. p. 296. ISBN 978-0-8018-6567-1
  2. Fernand Joly, Glossaire de Géomorphologie. Base de données sémiologiques pour la cartographie, Armand Colin, 1997, p. 95.
  3. 3.0 3.1 3.2 Robert A. Speck. The Coteau du Missouri : A Regional Study. 1988
  4. David J. Wishart. Encyclopedia of the Great Plains. 2004
  5. North Dakota | State, United States | Encyclopedia Britannica
  6. J.C. Olson, D. R. Shawe, L.C. Pray, and W. N. Sharp. Rare-earth mineral deposits of the Mountain Pass District, San Bernardino County, California. pp. 12-14
  7. William Edwards Powers. Physical geography. 1966
  8. Phillips, Beeri, DeKeyser, R., L. ,O.. Remote wetland assessment for Missouri Coteau prairie glacial basins. Wetlands. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი 2019
  9. Flooding in the Grand Forks- East Grand Forks North Dakota and Minnesota Area. LeFever, Bluemle, & Waldkirch, North Dakota Geological Survey: 1997
  10. Geology of the Area | Knife River Indian Villages National Historic Site
  11. Mark J. Lewis. North Dakota: Past and Present. New York. 2011
  12. Lass, William (1965). „The Fur Trade on the Upper Missouri“. Business History Review (Pre-1986). 3. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი 2019.