მირიამ სპიტერი დებონო

მირიამ სპიტერი დებონო (დ. 25 ოქტომბერი, 1952[1]) — მალტელი პოლიტიკოსი, მალტის პრეზიდენტი, თანამდებობა დაიკავა 2024 წლის 4 აპრილს.[2] იგი პირველი გოცოელი ქალია, რომელიც ამ თანამდებობაზე აირჩიეს. 1996-1998 წლებში მალტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი,[3][4] და პირველი ქალი ამ თანამდებობაზე.[5]

მირიამ სპიტერი დებონო
მალტის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა4 აპრილი, 2024
პრემიერ-მინისტრი  რობერტ აბელა
წინამორბედიჯორჯ ველა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1996 – 1998
პრემიერ-მინისტრიალფრედ სანტი
წინამორბედილოურენს გონცი
მემკვიდრეენტონ ტაბონე

დაბადებული25 ოქტომბერი, 1952 (1952-10-25) (71 წლის)
ვიქტორია, გოცო, მალტა
მეუღლეენტონი სპიტერი დებონო
შვილები3
განათლებამალტის უნივერსიტეტი
საქმიანობაპოლიტიკოსი

ბიოგრაფია რედაქტირება

სპიტერი დებონო დაიბადა ვიქტორიაში, კ. გოცო. განათლება მიიღო გოცოში და მოგვიანებით გახდა მალტის უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურასა და ლინგვისტიკას. უნივერსიტეტი დაამთავრა 1973 წელს.[6] იგი ასევე სწავლობდა სამართალს და დაამთავრა ნოტარიუსის წოდებით 1980 წელს.[2][6]

იგი იყო მალტის ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი ხუთ საყოველთაო არჩევნებში (1981, 1987, 1992, 1996, 2003), მაგრამ არასოდეს აურჩევიათ.[7] 1982 წელს აირჩიეს პარტიის ეროვნული აღმასრულებლის თანამდებობაზე.[6] სპიტერი დებონო მუშაობდა ლეიბორისტული პარტიის ქალთა ორგანიზაციის პრეზიდენტად 1993-1996 წლებში.[8][9]

1996 წლის სექტემბერში დაინიშნა მალტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად. იგი იყო პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნა მალტაში.[10][5]

2024 წლის 21 მარტს ცნობილი გახდა, რომ იგი იქნებოდა მალტის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი.[11][12] მომდევნო კვირას ეს დადასტურდა პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადებით.[13] მალტის წარმომადგენელთა პალატამ 2024 წლის 27 მარტს ერთხმად დაუჭირა მხარი სპიტერი დებონოს არჩევას მალტის მე-11 პრეზიდენტად.[2]

სპიტერი დებონო მესამე ქალია, რომელიც მალტის პრეზიდენტი გახდა, აგათა ბარბარასა და მარი-ლუიზ კოლეირო-პრეკას შემდეგ.[14] იგი ასევე არის მესამე ადამიანი კუნძულ გოცოდან, რომელიც დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე, ანტონ ბუტიჯიჩისა და ჩენსუ ტაბონეს შემდეგ.[2]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

სპიტერი დებონო თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ცხოვრობდა ბირკირკარაში, მალტა. დაქორწინებულია ნოტარიუს ენტონი სპიტერი დებონოზე და ჰყავთ სამი შვილი.[9]

სქოლიო რედაქტირება

  1. MIN HI MYRIAM SPITERI DEBONO (in Maltese)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Magri, Giulia. (2024-03-27) Parliament Unanimously Approves Myriam Spiteri Debono as Malta’s next President en-gb. ციტირების თარიღი: 2024-03-27
  3. Parlament Ta' Malta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 4 June 2017.
  4. Parliament’s Standing Orders ‘only stencilled papers’ - The Malta Independent. ციტირების თარიღი: 4 June 2017.
  5. 5.0 5.1 Kristy Debono to chair this evening’s plenary session. ციტირების თარიღი: 4 June 2017.
  6. 6.0 6.1 6.2 Meilak, Nicole. Who is Myriam Spiteri Debono, the former Speaker set to become the next President? en. ციტირების თარიღი: 2024-04-01
  7. Newsroom, T. V. M.. (2024-03-28) Notary Myriam Spiteri Debono is Malta's third female President and third Gozitan president en-GB. ციტირების თარიღი: 2024-03-29
  8. Ltd, Allied Newspapers. Press digest. ციტირების თარიღი: 4 June 2017.
  9. 9.0 9.1 Zammit, Mark Lawrence. (2024-03-31) What do they think of Myriam Spiteri Debono? en-gb. ციტირების თარიღი: 2024-03-31
  10. Speaker of the House - Hon. Myriam Spiteri Debono, Eighth Legislature (1996 - 1998).
  11. Grech, Herman. (2024-03-21) Myriam Spiteri Debono is frontrunner to become next President of the Republic en-gb. ციტირების თარიღი: 2024-03-21
  12. Sansone, Kurt. Myriam Spiteri Debono could be the next president en. ციტირების თარიღი: 2024-03-21
  13. Arena, Jessica. (2024-03-26) Government and Opposition in agreement on Presidential picks en-gb. ციტირების თარიღი: 2024-03-26
  14. Teuma, Owen (27 March 2024). „Id-deputati kollha tal-Parlament jivvutaw favur Myriam Spiteri Debono bħala President“.