მითრიდატე VII

(გადამისამართდა გვერდიდან მირდატ V)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მითრიდატე.

მითრიდატე VII, მირდატ არჩილის ძექართლის მეფე V საუკუნის შუა წლებში. მეფე არჩილის ძე, მამა ვახტანგ გორგასლისა. ჯუანშერის ცნობით მირდატი მამის სიცოცხლეში დაქორწინდა. ცოლად შეირთო რანის (მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ისტ. ალბანეთი) ირანელი მოხელის ბარზაბოდის ასული საგდუხტი. ქორწინების შემდეგ მირდატმა მამისგან საუფლისწულოდ მიიღო ქ. სამშვილდე, მისი საერისთავო ქვეყნით. საგდუხტმა აქ სამშვილდის სიონი ააშენა. წყაროების მიხედვით ქართლში ისევ ირანელები ბატონობენ. მირდატი იყო ვახტანგ გორგასლის მამა.

მითრიდატე VII
მირდატ V
იბერიის მეფე
წინამორბედი: არჩილ I
მემკვიდრე: ვახტანგ I
მეუღლე: სარანდუხტი
შვილები:
  • ხუარანძე
  • ვახტანგ
  • მირანდუხტ[1]
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: არჩილ I

ლიტერატურა რედაქტირება

  • მელიქიშვილი გ., ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიური საკითხისათვის. საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV. ნაკ. I, 1958.
  • გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ. 1990.
  • „ქართლის ცხოვრება“ ყმაწვილთათვის, წგნ. II – ტექსტის ადაპტაცია, ბოლოთქმა და განმარტებები ეკუთვნის მ. სანაძეს, ნ. შოშიაშვილს. თბ. 1998.

სქოლიო რედაქტირება

  1. ლბ. მეფე მირდატ. იბ წელი მეფა. ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ძველი ისტორია“.
წინამორბედი:
არჩილ I
იბერიის მეფე
434–446
შემდეგი:
ვახტანგ გორგასალი