მიოჰიპუსი

ამომწყდარი ცხენების გვარი

მიოჰიპუსი (ლათ. Miohippus) — ამომწყდარი ცხენების გვარი. წარმოიშვა ჩრდილოეთ ამერიკაში, გვიან ეოცენში (37,2–33,9 მლნ წლის წინ). მის წინაპრად ითვლება მეზოჰიპუსი. მასთან შედარებით, მიოჰიპუსი დიდი ზომის იყო და უფრო განვითარებული კბილების წყება ჰქონდა.[1] კიდურებზე სამი თითი გააჩნდა,[2] რის საშუალებითაც უფრო სწრაფად დარბოდა, ვიდრე მისი 5-თითიანი წინაპრები.[1] ყველაზე მეტად ცნობილია შუა და ზედა ოლიგოცენის ნალექებიდან.[2] ხანგრძლივად არსებობდა, მიოცენის ეპოქაში (23–5,3 მლნ წლის წინ) 1-თითიან ცხენისებრებთან ერთად თანაცხოვრობდა.[1]

მიოჰიპუსი

ჩონჩხი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Miohippus (Marsh, 1874)
მიოჰიპუსი და მეზოციონი (რეკონსტრუქცია)

სახეობები რედაქტირება

  • M. anceps Marsh, 1874
  • M. annectens Marsh, 1874 typus
  • M. assiniboiensis Lambe, 1905
  • M. condoni Leidy, 1870
  • M. equiceps Cope, 1879
  • M. equinanus Osborn, 1918
  • M. gemmarosae Osborn, 1918
  • M. gidleyi Osborn, 1904
  • M. intermedius Osborn & Wortman, 1895
  • M. longicristis Cope, 1878
  • M. obliquidens Osborn, 1904
  • M. primus Osborn, 1918
  • M. quartus Osborn, 1918

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Miohippus. Encyclopædia Britannica. britannica.com (2016-10-17). ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი, 2020.
  2. 2.0 2.1 Миогиппус // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 16 — М., 1974.