„მინიტი (Minit)“ — სათავგადასავლო ვიდეო თამაში, რომელიც შექმნილია იან ვილემ ნიჯმანის(Vlambeer-ის თანადამფუძნებელი) მიერ. თამაში გამოქვეყნებულია Devolver Digital-ის მიერ და გამოვიდა 2018 წლის 3 აპრილს Windows, macOS, Linux, Xbox One და PlayStation 4-ისთვის. თამაშის წინაპირობა არის ის, რომ თითოეული მოთამაშის სიცოცხლე გრძელდება მხოლოდ ერთ წუთს, რის შედეგადაც ხდება "უცნაური პატარა თავგადასავალი, რომელიც გაგრძელდა სამოც წამს".[1] ყოველ სიცოცხლეზე მოთამაშე უფრო მეტს შეიტყობს სამყაროს შესახებ.[2]

ამბავი რედაქტირება

თამაში იწყება მოთამაშით, იხვის მსგავსი არსებით, რომელიც სახლშია. მოთამაშე აღმოაჩენს ნაპირზე ამორეცხილ ხმალს. მისი აღებისას უკვე ტაიმერით ვხვდებით, რომ ხმალი დაწყევლილია. ყოველ 60 წამში მოთამაშე კვდება და იღვიძებს საწოლში. ფოსტალიონი ამბობს რომ ეს ხმალი არის ხმლის ქარხნის პროდუქტია და ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ეს მოხდა. ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა მიხვიდეთ ხმლის ქარხანაში. მოთამაშეს მოეთხოვება გაიაროს ზღვისპირი, უდაბნო და ჭაობი, რათა შეაგროვოს საჭირო ნივთები ქარხანაში მისასვლელად.

მისვლისთანავე, მომხმარებელთა მომსახურების ხაზი სავსეა, მაგრამ თუ მოთამაშემ იპოვა კამერა, მას ეძლევა ქარხანაზე წვდომის უფლება. ქარხნის ზედმეტად დატვირთულ თანამშრომლებთან მუშაობისას მოთამაშე ახერხებს ხმლების წარმოების შეცვლას და ამ პროცესში ხმლის განახლებას. სწრაფი დიალოგის საშუალებით ირკვევა, რომ ქარხნის გეგმა საბოლოოდ ამუშავდებოდა და ისინი ყველაფერს თავიდან გააკეთებდნენ. თუმცა, მოთამაშეს შეუძლია შეაჩეროს ისინი მთავარ მანქანაზე სამჯერ დარტყმით და მათი გადატვირთვით. სამწუხაროდ, აფეთქება მფლობელს ხმლის მსგავს ჰიბრიდად აქცევს და მოთამაშემ უნდა დაამარცხოს იგი. მისი დამარცხების შემდეგ, ხმალი საბოლოოდ გატყდება და წყველაც გაქრება. მოთამაშე ხმალს გატეხავს და ტვალეტში ჩარეცხავს.

მეორე ნაწილში მოთამაშე პულობს გატეხილ ხმალს და ხელახლა ააქტიურებს წყევლას, მაგრამ ახლა მოთამაშეს აქვს ერთი სიცოცხლე, აქვს ნაკლები დარტმის დიაპაზონი და დროის ლიმიტი ახლა არის 40 წამი. ყველაფრის ხელახლა გაკეთების შემდეგ, მოთამაშე კიდევ ერთხელ ამტვრევს ხმალს, ამჯერად სამუდამოდ.

ბოლო სცენაში, მოთამაშე ისვენებს შორეულ კუნძულზე, სანამ თითქმის ყველა პერსონაჟი მოულოდნელად არ გამოჩნდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Donnelly, Joe. (January 25, 2017) Minit is a new '60-second adventure' from an indie supergroup and Devolver Digital. Future US. ციტირების თარიღი: June 18, 2017
  2. Warr, Philippa (February 1, 2017). „Use tiny time loops to lift a curse in Minit“. Rock Paper Shotgun. Gamer Network. ციტირების თარიღი: June 18, 2017.