მინა ვაინბლატი (დ. 30 აგვისტო, 1929, კიევი) — მუსიკოსი,პედაგოგი

ბიოგრაფია რედაქტირება

1917–1952 წლებში სწავლობდა კიევის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლინოსა და ფორტეპიანოს განხრით.

1952–1954 წლებში მუშაობდა კისლოვოდსკის სახელმწიფო ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრში, ხოლო 1955–1960 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის მსახიობი. 1960–1965 წლებში უკრავდა ლვოვის ი. ფრანკოს სახელობის და სარატოვის ნ. ჩერნიშევსკის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრებსა და ყაბარდო–ბალყარეთის სახელმწიფო ფილარმონიის ორკესტრებში. 1965–1966 წლებში მუშაობდა სარატოვის ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრში. 1966–1976 წლებში თბილისის მე–2 სამუსიკო სასწავლებელში მუშაობდა პედაგოგად(ვიოლინოსა და კამერული ანსამბლის კლასები). 1968 წელს კვლავ იწყებს მუშაობას თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ორკესტრის მსახიობად, ხოლო 1972 წლიდან იყო ორკესტრის პირველი კონცერტმაისტერი. მინა ვაინბლატის საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული კულტურით. იგი წლების მანძილზე ასრულებდა ყველა საორკესტრო პარტიებს საბალეტო და საოპერო სპექტაკლებში. 1975 წელს მინა ვაინბლატი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასათან ერთად საგასტროლოდ იმყოფებოდა იაპონიაში.

ჯილდოები რედაქტირება

  • 1976 – საქართველოს დამსახურებული არტისტი

ლიტერატურა რედაქტირება

  • საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო თბ., 1989 გვ.69

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება