მინაკშის ტაძარი — სამხრეთ ინდოეთის სატაძრო კომპლექსი. მადურაიში მდებარე მინაკშის ტაძარი ინდუიზმის ათასობით მიმდევარს იზიდავს. ტაძარი ეძღვნება მინაკშის, მადურაის პრინცისა და ინდუისტების ღმერთ შივას მეგობარს. სატაძრო კომპლექსში შედის 12 კოშკი-კარიბჭე, რომელთაც მრავალი ქანდაკება ამშვენებს. ყველაზე მაღალ ტაძარში მდებარეობს ათასი სვეტის დარბაზი, რომელიც ღმერთებისა და ქალღმერთების ფერადად მოხატული ფიგურებითაა მორთული. აქვეა უძველესი ტბა, სადაც მლოცველები წმინდა წყალში განიბანებიან.

მინაკშის ტაძარი

ლიტერატურა რედაქტირება

  • „მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი“, გამომცემლობა „გლობუსი“, თბ., 2002 – გვ.47