მიმოზა (ლათ. Mimosa) — მცენარეთა გვარი მიმოზისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქები, ლიანები და ხეებია. აქვთ თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილებად შეკრებილი წვრილი ყვავილები და პარკი ნაყოფი. თანაფოთლები ხშირად ეკლებად არის ქცეული.

მიმოზა
Mimosa pudica
Mimosa pudica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Fabales
ოჯახი:  მიმოზისებრნი
გვარი:  მიმოზა
ლათინური სახელი
Mimosa

მიმოზას 450-500 სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ამერიკაში. მორცხვი მიმოზა (ლათ. Mimosa pudica) ბუჩქი ან ნახევრად ბუჩქია. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. შეხების ან დარტყმის საპასუხოდ, აგრეთვე შებინდებისას ფოთოლაკებს კეცავს და ქვევით ხრის.

ზოგჯერ მიმოზას ეძახიან შავი ზღვის სანაპიროზე მოშენებულ აკაციის გვარის სახეობებსაც, განსაკუთრებით კი ლეგა აკაციას.

ლიტერატურა რედაქტირება