მიკრორაიონი (რუს. микрорайо́н, გამარტ. ჩინ.: 小区; Xiǎoqū), რეზიდენციული უბანი — ქალაქის თანამედროვე საცხოვრებელი განაშენების პირველადი ერთეული. იგი უმთავრესი სტრუქტურული ელემენტია საბჭოთა კავშირის, სხვა ვარშავის პაქტის ქვეყნებისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურბანულ რეზიდენციულ დაგეგმარებაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებისა და ქალაქის ტიპის დასახლების საცხოვრებელი უბნები ამ კონცეფციის მიხედვით შენდებოდა.

გლდანის მიკრორაიონები
ტიპური საბჭოთა მიკრორაიონი.

საბჭოთა კავშირის მშენებლობის წესებისა და ნორმატივების მიხედვით, ტიპური მიკრორაიონი 10-60 ჰა მოიცავდა, ზოგიერთ რაიონში 80 ჰა-მდე (თუმცა არა უმეტეს), შედგებოდა საცხოვრებელი მრავალსართულიანი ბინებისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დამხმარე შენობა-ნაგებობებისგან. როგორც წესი, მთავარი გზატკეცილები, მწვანე ზოლები და ბუნებრივი ბარიერები ქმნიდა მიკრორაიონთა საზღვრებს, რაც საშუალებას იძლეოდა გზატკეცილთა საერთო სიგრძის, ასევე მისი რემონტისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანახარჯების შემცირებას. მთავარ სამანქანო გზებს მიკრორაიონის ტერიტორია არ უნდა გადაეკვეთა. მირკორაიონში შესასვლელელბი ერთმანეთისგან არაუშორეს 300 მეტრისა უნდა ყოფილიყო.

საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობების მისაწვდომლობა (სკოლებისა და ბაგა-ბაღების გამორიცხვით) უზრუნველყოფილი იყო 500 მეტრიანი ლიმიტის დაწესებით — ანუ ეს იყო უშორესი დართული დისტანცია ნებისმიერი საცხოვრემელი კორპუსიდან. ქალაქის დამგეგმავის ერთ-ერთ მიზანთაგანი იყო საყოფაცხოვრებო შენობები განელაგებინა ისე, რომ მათი რიცხვი მინიმუმამდე შემცირებულიყო ამ ნორმების დაურღვევლად. ტიპური საყოფაცხოვრებო მომსახურების ნაგებობა მოიცავდა საშუალო სკოლას, სკოლამდელ დაწესებულებებს (როგორც წესი ბაგა-ბაღები), სასურსათო მაღაზიებს, პირადი მომსახურების მაღაზიებს, კაფეებს, კლუბებს, ბავშვთა სათამაშო ეზოებს, შენობათა ტექნიკური მომსახურების ბიუროებს და ასევე სხვადასხვა სპეციალიზებულ მაღაზიას. ამგვარ შენობათა ზუსტი რიცხვი დამოკიდებული იყო დისტანციის მოთხოვნებსა და მიკრორაიონის მოსახლეობის სიმჭიდროვეზე, ასევე გარკვეულ ერთ სულ მოსახლეზე დადგენილ სტანდარტებზე.

ლიტერატურა რედაქტირება