მიკროპროცესორი (ბერძ. mikros და ნიშნავს „პატარას“) — მინიატურული ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანა, რეალიზებული ერთი ზედიდი ინტეგრალური სქემით. ზესუფთა სილიციუმის ერთ კრისტალზე რთული, მრავალსაფეხურიანი და ზუსტი ტექნოლოგიით დატანილია რამდენიმე მილიონი ტრანზისტორი და სხვა სქემური ელემენტები. აგრეთვე დამაკავშირებელი გამტარები და გარე მოწყობილობების შემაერთებელი წერტილები. მათი ერთობლიობა ქმნის ლოგიკურ ბლოკს: არითმეტიკულ მოწყობილობას, მართვის მოწყობილობას, რეგისტრებს და სხვა. მსოფლიოში სხვადასხვა ფირმების მიერ გამოიშვება სხვადასხვა დანიშნულების ცენტრალური მიკროპროცესორების ტიპები.

მიკროპროცესორი

აგებულება რედაქტირება

 
ვენტილიატორი

მიკროპროცესორის მთავარი პარამეტრებია: შესასრულებელ ბრძანებათა ერთობლიობა, თანრიგიანობა და ტაქტური სიხშირე. მიკროპროცესორების მთავარი პარამეტრი ტაქტური სიხშირეა. იგი გვიჩვენებს წამში რამდენ ელემენტარულ ოპერაციას-ტაქტს ასრულებს მიკროპროცესორი. ტაქტური სიხშირე იზომება მეგაჰერცებში (1 მეგაჰერცი უდრის 106 ჰერცს). თანრიგიანობა გვიჩვენებს, ერთ ტაქტში თუ რამდენ ორობითი თანრიგის დამუშავებას, ან გადაცემას ახორციელებს მიკროპროცესორი, ასევე რამდენი ორობითი თანრიგი შეიძლება იქნას გამოყენებული მიკროპროცესორის ოპერატიული მეხსიერების დამისამართებისათვის. აღსანიშნია, რომ ტაქტური სიხშირეპროცესორი მწარმოებლურობის შეფარდებითი მახასიათებელია იმიტომ, რომ პროცესორის სქემური გადაწყვეტების გამო ზოგიერთი პროცესორი ერთ ტაქტში ასრულებს იმდენ ოპერაციას, რამდენის შესრულებასაც სხვა პროცესორი ანდომებს რამდენიმე ტაქტს. გარეგნულად მიკროპროცესორი ოთხკუთხედი პლასტმასის ფირფიტაა — 5x5x05 სანტიმეტრის ზომის, 940-მდე „ფეხით“. მიკროპროცესორებს გასაციებლად უყენებენ პატარა ვენტილატორებს, რათა მიკროპროცესორი არ გადახურდეს.

ისტორია რედაქტირება

ტრანზისტორების რაოდენობის ზრდა მიკროპროცესორებში
პროცესორის ტიპი ტრანზისტორების რაოდენობა წელი მწარმოებელი
 
Intel 4004 2300 1971 Intel
 
Intel 8008 3500 1972 Intel
 
Intel 8080 4500 1974 Intel
 
6502 5000 1975 MOS Technology
 
Intel 8088 29.000 1979 Intel
 
Motorola 68000 68.000 1979 Motorola
 
Intel 80286 134.000 1982 Intel
 
Intel 80386 275.000 1985 Intel
 
Intel 80486 1.200.000 1989 Intel
 
Pentium 3.100.000 1993 Intel
 
AMD K5 4.300.000 1996 AMD
 
Pentium II 7.500.000 1997 Intel
 
AMD K6 8.800.000 1997 AMD
 
Pentium III 9.500.000 1999 Intel
 
AMD K6-III 21.300.000 1999 AMD
 
AMD K7 22.000.000 1999 AMD
 
Pentium 4 42.000.000 2000 Intel
 
Itanium 25.000.000 2001 Intel
 
Barton 54.300.000 2003 AMD
 
Intel Pentium M 77.000.000 2003 Intel
 
AMD K8 105.900.000 2003 AMD
 
Itanium 2 220.000.000 2003 Intel
Itanium 2 (9 MB Cache) 592.000.000 2004 Intel
Cell 241.000.000 2006 Sony/IBM/Toshiba
 
Core 2 Duo 291.000.000 2006 Intel
 
Core 2 Quad 582.000.000 2006 Intel
 
G80 (GPU) 681.000.000 2006 NVIDIA
 
Core i7 731.000.000 2008 Intel
AMD K10 758.000.000 2009 AMD
RV870, Cypress (GPU) 2.154.000.000 2009 ATI
Power6 789.000.000 2007 IBM
Dual-Core Itanium 2 1.700.000.000 2006 Intel