მიკრონის ხიდი — ხიდი თურქეთში, მდებარეობს აიდერის ხეობაში. ხიდის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა. მისი ბოლოები კლდოვან ქანზე ამოყვანილ ბურჯებს ეფუძნება. თაღის რკალისათვის განკუთვნილი მოგრძო ფორმის ქვები ძალიან კარგადაა დამუშავებული. ხიდს აქვს ბორდიურებიც, რომელიც ასევე თლილი ქვებითაა გამართული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 76 ISBN 978-9941-0-6458-6.