მიკელე დე ლუკი (იტალ. Michele De Lucchi) (დ. 1951, ფერარა, იტალია) — იტალიელი დიზაინერი და არქიტექტორი, მეტწილად ცნობილია თავისი დიზაინერული ნამუშევრებით, მისმა მიღწევებმა ახალი სტილის დიზაინის შექმნაში დიდი როლი ითამაშა სახელვნებო ჯგუფებსა და მოძრაობებში: კავარტი, ალქიმია და მემფისი[1]. სწავლობდა არქიტექტურას პადუასა და ფლორენციაში (დაამთავრა 1975). საქართველოში ცნობილი გახდა თავისი ნამუშევრებით: შსს-ს შენობა, ავლაბრის რეზიდენცია (მუშაობდა შენობის დასრულებაზე და ინტერიერზე), მშვიდობის ხიდი (სამივე თბილისში) და სასტუმრო მედეა (ბათუმში).

მიკელე დე ლუკი მშვიდობის ხიდის მაკეტთან, თბილისი 2009.


სქოლიო რედაქტირება

  1. Michele De Lucchi (1951) architect - designer. Design Dictionary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-18. ციტირების თარიღი: 2010-08-21.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება