მიზოგინია (ძვ. ბერძნ. μῖσος — სიძულვილი, და γυνή — ქალი), იგივე ქალთმოძულეობაქალთა და გოგონათა მიმართ არსებული უნდობლობა, სიძულვილი და უარყოფითი წინასწარგანწყობა. ეს არის სექსიზმის ფორმა, რომელსაც იყენებენ იმისთვის, რომ ქალებს კაცებზე უფრო დაბალი სოციალური სტატუსი შეუნარჩუნდეთ, რაც პატრიარქატის სოციალური როლების გაძლიერებას უწყობს ხელს.[1] მიზოგინია ფართოდ იყო გავრცელებული ათასობით წლის განმავლობაში და ის გამოხატულია ხელოვნებაში, ლიტერატურაში, საზოგადოებრივ სტრუქტურაში, ისტორიულ მოვლენებში, მითოლოგიაში, ფილოსოფიასა და რელიგიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ქალთა წინააღმდეგ სექსიზმსა და მიზანდრიასთან (მამაკაცთმოძულეობა) შედარებით, მიზოგინია ხშირად მიიჩნევა, როგორც ქალთა წინააღმდეგ ზოგი მამაკაცის დამოკიდებულება, თუმცა მიზოგინისტური შეხედულებები თავად ქალებსაც შეიძლება ჰქონდეთ. ფემინისტურ თეორიაში მიზოგინია პოლიტიკურ იდეოლოგიად მიიჩნევა, რასიზმისა და ანტისემიტიზმის მსგავსად, რაც ამართლებს ქალების მამაკაცებისადმი სუბორდინაციას.

მიზოგინიის მაგალითია ქალთა მიმართ ძალადობა, რომელიც მოიცავს ოჯახურ ძალადობას და, ყველაზე ექსტრემალური ფორმების შემთხვევაში, მიზოგინიურ ტერორიზმსა და ფემიციდს. მიზოგინია ხშირად ოპერირებს სექსუალური შევიწროების, იძულებისა და ქალების კონტროლისკენ მიმართული ფსიქოლოგიური ტექნიკებით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ellmann, Mary. Thinking About Women. 1968.
  • Gilmore, David D. Misogyny: the Male Malady. 2001.

სქოლიო რედაქტირება

  1. Manne, Kate (2019). Down Girl: The Logic of Misogyny. Ithaca, New York: Oxford University Press. ISBN 9780190604981.