მიგუაშის ეროვნული პარკი

მიგუაშის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national de Miguasha) — მდებარეობს კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, კვებეკის პროვინციაში. პარკი გაშენებულია სანაპირო ზოლში, ნახევარკუნძულზე. სწორედ აქ ხდება მდინარე წმინდა ლავრენტის შეერთება ოკეანესთან. ეროვნული პარკი დაარსდა 1985 წლის 6 თებერვალს, 1999 წლიდან კი ეს ტერიტორია შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

მიგუაშის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
მდებარეობა კვებეკი, კანადა
უახლოესი ქალაქი კამპბელტონი
ფართობი 87,3 ჰა
დაარსდა 6 თებერვალი, 1985
მმართველი ორგანო SEPAQ
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 686
ინგლ.რუს.ფრ.

პარკში იზრდება არყი, ვერხვი და წიწვოვანი ხეები. თუმცა, დაახლოებით 380 მილიონი წლის წინ აქ ძირითადად იყო ტროპიკული მცენარეები. ყოველწლიურად მიგუაშის ეროვნული პარკს სტუმრობს 40 ათასი ტურისტი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება