მიგელ I (პორტ. Miguel I de Bragança; დ. 26 ოქტომბერი, 1802, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 14 ნოემბერი, 1866, კარლსრუე, გერმანია) — გაერთიანებული პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვის მე-3-ე მეფე ბრაგანსის დინასტიიდან 1828 -1834 წლებში.

მიგელ I
Miguel I de Bragança
გაერთიანებული პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვის მე-3-ე მეფე
მმართ. დასაწყისი: 11 ივლისი, 1828
მმართ. დასასრული: 26 მაისი, 1834
წინამორბედი: მარია II
მემკვიდრე: მარია II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 ოქტომბერი, 1802
დაბ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 14 ნოემბერი, 1866
გარდ. ადგილი: კარლსრუე, გერმანია
მეუღლე: ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგი
შვილები: მარია დეს ნევესი, სან-ხაიმეს ჰერცოგინია
მიგელი, ბრაგანსის ჰერცოგი
მარია ტერეზა, ავსტრიის ერცჰერცოგინია
მარია ჟუზეფა, ბავარიის ჰერცოგინია
ადელგუნდეში, ხიმარესის ჰერცოგინია
მარია ანა, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია
მარია ანტონია, პარმის ჰერცოგინია
დინასტია: ბრაგანსის დინასტია
მამა: ჟუან VI
დედა: კარლოტა ხოაკინა ესპანელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჟუან VI-ის და კარლოტა ჟოაკინა ესპანელის შვილი. დაიბადა პორტუგალიაში, მაგრამ 1807 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბრაზილიაში, სადაც გაატარა ბავშვობა.

ჟუან VI-ის გარდაცვალების შემდეგ, მისმა უფროსმა ძმამ ბრაზილიის იმპერატორმა პედრუ I-მა, პორტუგალიის სამეფო ტახტზე უარი თქვა, მაგრამ არა მიგელის, არამედ საკუთარი შვილის 7 წლის მარიას სასარგებლოდ. მარია გამოაცხადა საზღვარგარეთ მყოფი მიგელის დანიშნულად და მიგელი მის რეგენტად. 1828 წელს მიგელი დაბრუნდა პორტუგალიაში მოაწყო გადატრიალება, მარია გადააყენა და თავი გამოაცხადა მეფედ. მარია ქვეყნიდან გაიქცა. პედრუს, მარიას და მიგელის მომხრეებს შორის გამართულ ბრძოლას საბოლოოდ 1834 წელს მარიას მეორედ გამეფება მოჰყვა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება