მთის ღანძილი (ლათ. Allium victorialis) — მრავალწლოვანი ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა.[1] მისი ღეროს სიგრძე 30-70 სმ აღწევს. ბოლქვი ირიბ ფესურაზე ზის და შემოხვეული აქვს რუხმურა ბადისებრი გარსი.

მთის ღანძილი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ამარილისისებრნი
გვარი:  ხახვი
სახეობა:  მთის ღანძილი
ლათინური სახელი
Allium victorialis L., 1753

გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იზრდება ტყეებსა და ტყისპირებზე, მდელოებზე, ძირითადად მთის ზედა სარტყელში.

იჭმევა მოხარშული და დამწნილებული, გამოიყენება სურავანდის საწინააღმდეგოდ.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 26.