მთადეკეული — ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტში. შედიოდა საყავრის თემში.[1] მდებარეობს მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1480 .[2] აქ ჩამოსახლებული ყოფილან გუდამაყრელები: ბექაურები (XIX ს. შუა ხანებში და 1870 წ.) და წიკლაურები, აგრეთვე ჭართლელები — გიგაურები.[3] ცნობილია, რომ მნიშვნელოვნად დაზიანდა („სრულიად გაფუჭებულია და მოსპობილია“) 1923 წლის ივნისის სტიქიური მოვლენების დროს. მაშინდელი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სოფელში ცხოვრობდა 96 სული.[4] 1940 წელს გორის რაიონში არსებული სოფლების სიის მიხედვით, აქ ცხოვრობდა 12 კომლი. მოგვიანებით სოფელი მთლიანად დაიცალა.[1] მის ცენტრში დგას IX საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია.[5]

ნასოფლარი
მთადეკეული
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი საყავრე
კოორდინატები 41°48′14″ ჩ. გ. 44°10′30″ ა. გ. / 41.80389° ჩ. გ. 44.17500° ა. გ. / 41.80389; 44.17500
ცენტრის სიმაღლე 1480
მოსახლეობა 0 კაცი
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (100 %, 1926)
სატელეფონო კოდი +995
მთადეკეული — საქართველო
მთადეკეული
მთადეკეული — შიდა ქართლი
მთადეკეული
მთადეკეული — გორის მუნიციპალიტეტი
მთადეკეული

მოსახლეობა რედაქტირება

წელი მოსახლეობა ეროვნება კომლი
1908[6] 41 ოსები
1911[7]   41 ოსები
1923[4]   93
1926   64 ქართველები (100 %) 10

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 გორის რაიონი და ქალაქი გორი: სტატისტიკური კრებული, გვ. 55, სახელმწიფო სტატისტიკის გორის რაიონული განყოფილება, გორი, 1988.
  2. მთადეკეული GeoNames-ის გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზაზე
  3. თოფჩიშვილი, როლანდ (2002). საქართველოს ისტორიული დემოგრაფიისათვის, შიდა ქართლის მთის მოსახლეობის მიგრაციის ეთნოისტორიული საკითხები, თბილისი: „მემატიანე“, გვ. 62–64. 
  4. 4.0 4.1 „4-წლის ბავშვი სეტყვას მოუკლავს“ — 1923 წლის ივნისის სტიქია გორის მაზრაში. qartli.ge (13 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2020.
  5. საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
  6. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 326.
  7. Кавказскій календарь на 1911 годъ, Тифлись, 1910, стр. 186.