მზეყანჩასებრნი (ლათ. Eurypygidae) — ფრინველთა ოჯახი წეროსნაირთა რიგისა. ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია მზეყანჩა (ლათ. Eurypyga helias), რომელიც ბინადრობს ტროპიკულ ამერიკაში — სამხრეთ მექსიკიდან ცენტრალურ ბრაზილიამდე. ბინადრობენ ჩრდილიან, დაჭაობებულ ტყეებში, წყალსატევების ნაპირებზე. მზეყანჩები იკვებებიან თევზებით, მწერებითა და კიბოსნაირებით.

მზეყანჩასებრნი

მზეყანჩა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Eurypygidae (Selby, 1840)

ლიტერატურა რედაქტირება