მეფე უილიამის კუნძული

მეფე უილიამის კუნძული (აგრეთვე: მეფე უილიამის მიწა; ინუკტიტუტი: Qikiqtaq)[1] — კუნძული კანადის ტერიტორიის ნუნავუტის შემადგენლობაში, ეს კუნძული განეკუთვნება კანადის არქტიკული არქიპელაგის კუნძულების ჯგუფს. ფართობი შეადგენს 13 111 კმ², მას მსოფლიოს კუნძულებს შორის 61-ე ადგილი უკავია ფართობის მხრივ, ხოლო კანადაში მე-15 ადგილს იკავებს. 2006 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად აქ ცხოვრობს 1,064 ადამიანი,[2] აქ მცხოვრებთა უმრავლესობა ცხოვრობს სამხრეთით არსებულ დასახლებულ პუნქტ იოვა-ჰეივენში.

მეფე უილიამის კუნძული
მშობ. სახელი: King William Island

ნასას მიერ გადაღებული სატელიტური ფოტო.
გეოგრაფია
კოორდინატები 68°58′ ჩ. გ. 097°14′ დ. გ. / 68.967° ჩ. გ. 97.233° დ. გ. / 68.967; -97.233 (King William Island)
მთავარი კუნძული კანადის არქტიკული არქიპელაგი
ფართობი 13 111 კმ²
უმაღლესი წერტილი 260 მ
კანადა
ტერიტორია ნუნავუტის დროშა ნუნავუტი
დემოგრაფია
მოსახლეობა 1 064 (2006)

კუნძულის აღმოსავლეთით მდებარეობს ბუტიას ნახევარკუნძული, რომლისგანაც გამოყოფილია ჯეიმზ-როსის და რაეს სრუტეებით. დასავლეთით ვიქტორიის სრუტით გამოყოფილია ვიქტორიის კუნძულს. კუნძული ვიწრო სიმფსონის სრუტითაა დაშორებული კანადის კონტინენტური ნაწილის ნახევარკუნძულ ადელაიდას, კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს მეფე მაუდის ნახევარკუნძული.

კუნძული უძველესი დროიდან დაკავებული ჰქონდათ ინუიტელ ხალხს, ორიგინალური სახელი 'მეფე უილიამის მიწა' დაერქვა გაერთიანებული სამეფოს მეფის უილიამ IV პატივსაცემად. ეს სახელი ამ კუნძულს დაარქვა ცნობილმა ბრიტანელმა აღმომჩენმა ჯონ როსმა 1830 წელს. ამ პერიოდში როსი ახორციელებდა არქტიკაში თავის ექსპედიციას. 1847 წელს აქ მოეწყო ჯონ ფრანკლინის ექსპედიცია. 1903-1905 წლებში რუალ ამუნდსენმა, მოახდინა მეფე უილიამის კუნძულის და კიდევ რამდენიმე კანადური არქტიკული კუნძულის გამოკვლევა.

სქოლიო რედაქტირება

  1. Darren Keith, Jerry Arqviq. (November 23, 2006) Environmental Change, Polar Bears and Adaptation in the East Kitikmeot: An Initial Assessment Final Report. Kitikmeot Heritage Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-26. ციტირების თარიღი: 2008-01-23.
  2. 2006 აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-12. ციტირების თარიღი: 2010-04-30.