მეტეოზონდი — უპილოტო აეროსტატი, რომელიც განკუთვნილია ატმოსფეროს გამოსაკვლევად. შედგება რეზინის ან პლასტიკური ჭურვისგან, რომელიც გავსებულია წყალბადით ან ჰელიუმით, და მასზე ჩამოკიდებული აპარატურის კონტეინერით.

მეტეოზონდი

მოწყობილობები ჰაერის წნევის, ტენიანობის, ტემპერატურისა და სხვა მაჩვენებლების გამოკვლევის საშუალებას იძლევა. ბურთის გადაადგილების გაზომვებით შეიძლება სხვადასხვა სიმაღლეზე ჰაერის სისწრაფის გაგება. ინფორმაცია, როგორც წესი, გადაიცემა რადიოთი („რადიოზონდი“). რადიოს შემოღებამდე მეტეოზონდებზე ამაგრებდნენ მეტეოროგრაფებს, რომლებიც შემდეგ მიწაზე უნდა დაებრუნებინათ. თუ ბურთს უშვებენ მხოლოდ ჰაერის სისწრაფის გასაგებად, მაშინ მას უწოდებენ „პილოტ-ბურთს“.

სიმაღლის მეტეოზონდებს შეუძლიათ მიაღწიონ 30-40 კმ სიმაღლეს. აეროსტატების სიმაღლის რეკორდი შეადგენს 51 820 მ-ს (1972 წ., აშშ[1]). ხშირად მეტეოზონდები ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჰგონიათ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება