მესიე 110

ჯუჯა ელიფსური გალაქტიკა, ანდრომედას გალაქტიკის თანამგზავრი

მესიე 110, აგრეთვე ცნობილი როგორც NGC 205ჯუჯა ელიფსური გალაქტიკა, ანდრომედას გალაქტიკის თანამგზავრი.[3] შეიცავს გარკვეული ოდენობის მტვერს, აქტიურად მიმდინარეობს ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესი, რაც როგორც წესი, ჯუჯა გალაქტიკებისათვის იშვიათი მოვლენაა.[3]

მესიე 110[1]
გალაქტიკა
მესიე 110[1]
მესიე 110[1]
აღმოჩენის ისტორია
აღმომჩენი კაროლინ ჰერშელი
აღმოჩენის თარიღი 1783
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000.0)
თანავარსკვლავედი ანდრომედას თანავარსკვლავედი
პირდაპირი ასვლა 00სთ 40წთ 22.1წმ[2]
დახრილობა +41° 41′ 07″
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე mV 8.92
მახასიათებლები
ტიპი E5
მანძილი 2,690 მლნ სინ. წელი
რადიუსი სინ. წელი

ისტორია რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ეს გალაქტიკა თავის ცნობილ კატალოგში შარლ მესიეს არასოდეს შეუტანია, პირველად იგი M32-თან ერთად მან გამოსახა, ანდრომედას გალაქტიკის ნახატზე. ნახატზე გაკეთებული წარწერა მიუთითებს, რომ მესიეს NGC 205 პირველად 1773 წლის 10 აგვისტოს შეუნიშნავს.[4] 1783 წლის 27 აგვისტოს, გალაქტიკა მესიესგან დამოუკიდებლად აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა კაროლინ ჰერშელმა. მისი აღმოჩენა 1785 წელს მისმა ძმამ, უილიამ ჰერშელმა აღწერა.[4] მესიეს ობიექტთა სიაში გალაქტიკა 1967 წელს კენეთ გლინის შეთავაზების შედეგად შევიდა.[5]

ამ გალაქტიკაში დაფიქსირებულია რამდენიმე ახალი ვარსკვლავი (ნოვა), რომელთა შორის ერთ-ერთი 1999 წელს აღმოაჩინეს,[6] მეორე კი 2002 წელს; ამ ვარსკვლავს (EQ J004015.8+414420) იმავე წელს Sloan Digital Sky Survey-მ ფოტოც გადაუღო.[7]

M32-ისგან განსხვავებით, NGC 205-ის ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელის არსებობა არ შეინიშნება.[8]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. A.W. McConnachie; M.J. Irwin; A.M.N. Ferguson; R.A. Ibata; G.F. Lewis; N. Tanvir (2005). „Distances and metallicities for 17 Local Group galaxies“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 356 (4): 979–997. arXiv:astro-ph/0410489. Bibcode:2005MNRAS.356..979M. doi:10.1111/j.1365-2966.2004.08514.x.
  2. NASA/IPAC Extragalactic Database. Results for NGC 205. ციტირების თარიღი: 2006-11-29.
  3. 3.0 3.1 A. Sandage (1994). Carnegie Atlas of Galaxies. Carnegie Institution of Washington. ISBN 0-87279-667-1. 
  4. 4.0 4.1 K.G. Jones (1991). Messier's Nebulae and Star Clusters, 2nd, Cambridge University Press. ISBN 0-521-37079-5. 
  5. K.G. Jones (1967). „Some New Notes on Messier's Catalogue“. Sky & Telescope. 33: 156–158. Bibcode:1967S&T....33..156J.
  6. van den Bergh, S. (2000). „Updated Information on the Local Group“. Publications of the Astronomical Society of the Pacific. 112 (770): 529–536. arXiv:astro-ph/0001040. Bibcode:2000PASP..112..529V. doi:10.1086/316548.
  7. "Forum di Astronomia Amatoriale Italiano".
  8. Valluri, M.; Ferrarese, L.; Merritt, D.; Joseph, C.J. (2005). „The Low End of the Supermassive Black Hole Mass Function: Constraining the Mass of a Nuclear Black Hole in NGC 205 via Stellar Kinematics“. Astrophysical Journal. 628 (1): 137–152. arXiv:astro-ph/0502493. Bibcode:2005ApJ...628..137V. doi:10.1086/430752.