მერცხლის ბუდე (ყირიმი)

მერცხლის ბუდე (რუს. Ласточкино гнездо; (უკრ. Ластівчине гніздо, ყირიმ. Qarılğaç yuvası) — შუა საუკუნეების იმიტაციით შექმნილი ნეოგოთური სტილის ციხე-კოშკი იალტასთან, (ყირიმი, უკრაინა). აიგო 1911-1912 წლებში, 40 მ სიმაღლის ავრორას კლდეზე, რუსი არქიტექტორის ა. შერვუდის პროექტით. კოშკი აი-ტოდორის კონცხს გადმოჰყურებს შავ ზღვაზე და მდებარეობს ძველი რომაული ციხესიმაგრის (ძვ. წ. I-III საუკუნე) სიახლოვეს. ნაგებობა ყირიმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქიტექტურულ მონუმენტად ითვლება.

მერცხლის ბუდე.

შენობა კომპაქტურია (20 მ სიმაღლე და 10 მ სიგანე). მის თავდაპირველ პროექტში შეტანილი იყო ფოიე, სასტუმრო ოთახი, კოშკზე ასასვლელი კიბე და 2 საძინებელი სახვადასხვა დონეზე. სასტუმრო ოთახის ინტერიერი ხით არის მოპირკეთებული; დანარჩენი ინტერიერი ბათქაშით არის დაფარული და შეღებილი. შენობას ირგვლივ პანორამული ტერასა აქვს, ზღვის გაშლილი ხედით, საიდანაც შორიდან იალტის კონტურებიც ჩანს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ivchenko, A.S.; Parkhomenko, O.A. (2010). Ukrayina. Fortetsi, zamky, palatsy (Ukrainian). Kyiv: Kartohrafiya. ISBN 978-966-475-375-0. 
  • Malikenaite, Ruta (2003). Touring the Crimea (Russian). Kiev: Baltija Dryk. ISBN 966-96041-9-2. 
  • Zharikov, N. L. (1983–1986). „Lastochkino gnezdo palace, 1912“, Monuments of urban development and architecture in the UkSSR (Russian). Kiev: Budivel'nyk. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება