მერცხალა

ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა

მერცხალა (ლათ. Glareola) — ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. აერთიანებს 7 სახეობას. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში; ბინადრობენ მშრალ ღია ლანდშაფტებში.[1] მათი სხეულის სიგრძეა 17–29 სმ, მასა 50–200 .[1] გამოირჩევიან მოკლე ფეხებითა და ნისკარტით, დიდი ზომის პირის ზომა თვალის დონემდე აღწევს; თავი მსხვილია, თვალები დიდი, კისერი მოკლე, ფრთები გრძელი და წამახვილებული, ბოლო ორკაპა.[1] შეფერილობა ძირითადად ერთფეროვანი და თიხოვანია, მუცელი უფრო ღია, კუდის ზედა და ქვედა ნაწილები თეთრი, ნისკარტის დასაწყისთან, ყელსა და კისერზე კაშკაშა ნახატებია.[1] მდელოს მერცხალა (Glareola pratincola) და ველის მერცხალა (Glareola nordmanni) მიმოფრენისას გვხვდება საქართველოში. იკვებებიან მწერებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ; ნადავლს ჰაერშიც იჭერენ და მიწაზეც მოიპოვებენ.[1]

მერცხალა

მდელოს მერცხალა (Glareola pratincola)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Glareola (Brisson, 1760)

ბუდობენ წყალსატევებთან ახლოს სწორ მონაკვეთებზე, კოლონიებად (100 ბუდემდე) ან წყვილებად. უპირატესობას ანიჭებენ თაყირებს, ბიცობებს, ქვიშის ცელებსა და კუნძულებს. დედალი დებს 2–4 კვერცხს. კრუხობასა და ბარტყების აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Коблик Е. А. ТИРКУШКИ დაარქივებული 2019-06-27 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 32. Москва, 2016, стр. 163