მერონი (ივრ.: הר מירון, ჰარ მერონ; არაბ.: جبل الجرمق‎‎, ჯაბალ ალ-ჯარმაქი ) — მერონის მთის მასივის ნაწილი, გალილეის ყველაზე მაღალი მთა, ასევე, ისრაელის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ყველაზე მაღალი წერტილი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1208 -ს. მთიდან კარგად ჩანს ქალაქი ცფათი. მთაზე არის ებრაელების წმინდა ადგილი, რაბი შიმონ ბარ იოხაისა და მისი შვილის რაბი ელიზერის საფლავები

მერონი
მერონი
მერონი
კოორდინატები: 33°00′ ჩ. გ. 35°25′ ა. გ. / 33.000° ჩ. გ. 35.417° ა. გ. / 33.000; 35.417
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
სიმაღლე 1208 
მერონი — ისრაელი
მერონი

მთა მერონი ისრაელის ყველაზე წვიმიანი ადგილია, ამიტომ ის დაფარულია ხშირი მცენარეული საფარით. ზამთარში კი თითქმის ყოველთვის თოვლიანია. მისი უდიდესი ნაწილი უკავია ბუნებრივ ნაკრძალს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება